0 0 4
ძაღლი ბომბორა
ძაღლი ბომბორა
მე ძაღლი მყავდა თეთრი, ბომბორა ,
ადამიანზე მეტი ესმოდა ,
ყურადღებასაც არ მიაქცევდა ,
ვინმე შიშისგან ქვას თუ ესროდა.
მე ძაღლი მყავდა თეთრი , ბომბორა ,
პატრონის ზრუნვას ძაღლი ხედავდა ,
ხელს გაუწვდიდი , ჩამოგართმევდა
თათს , და ქვემოდან ამოგხედავდა ,
ბევრ ადამიანს დღემდე არ ესმის ,
გამარჯობაზე აღარ ვსაუბრობ ,
მიწას ტყუილად როცა ტკეპნიან ,
ასეთს რა ვუთხრა , რა ვესაუბრო .
ვერ ვიჯერებდი რასაც ვხედავდი ,
ბევრი კარგი და ცუდიც მესმოდა ,
ძაღლი მეგობრად თუ მიგიღებდა ,
თავზე არასდროს დაგესხმებოდა .
ადამიანზე რას არ იტყოდნენ ,
ყური ისმენდა , თვალი ხედავდა ,
რას იფიქრებდი გზაზე წაქცეულს ,
ადამიანი არ მოგხედავდა .
რა პურმალილი , რა ღვინის ჭიქა ,
ადამიანი ყველა როდია ,
თავის ოჯახი არ შეაწუხონ ,
შენს დაძახილზე , სტუმრით მოდიან.
ვერ ვიჯერებდი დედმამიშვილი ,
თოფს დედმამიშვილს როგორ ესროდა ,
მე ძაღლი მყავდა თეთრი ,ბომბორა ,
ადამიანზე მეტი ესმოდა .