თანახმა ვარ
თანახმა ვარ თანახმა ვარ, ვიყო შენი ცოლი, ვიყო დედა ყველა შენი შვილის, გამოგყვები უსახლკაროს, ღატაკს, გინდაც გქონდეს მხოლოდ ფაფა შვრიის. თანახმა ვარ, ვიყო შენი ცოლი და მეჭიროს ჩვენი შვილის თათი, გაგიჩინო შვილი განა ერთი, სახელები აგრეოდეს მათი, თანახმა ვარ, მომიყვანო ცოლად, შენ კი იყო მხოლოდ ჩემი ქმარი, მიკოცნიდე ბროწეულის ტუჩებს, მიწეწავდეს თმას შეშლილი ქარი. განა სადმე დაილია ქალი, კაცი ხარ და გაგექცევა თვალი, კაცი ხარ და იტყვი, არა უშავს შემაცდინა, რომ ვიყავი მთვრალი. მიღალატებ?ეს არ მაგრძნობინო, ყვავილი ვარ, დაგიჭკნები ხელში, შენი კოცნა მერე რაღად მინდა, გაციებულს იმ ცივ სასახლეში. გახსოვდეს, რომ გელოდება ცოლი, უნდა იყო მისაბაძი ქმარი, მიკოცნიდე ბროწეულის ტუჩებს, მიწეწავდეს თმას შეშლილი ქარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი