როგორ მიგახვედრო ჩემი სიყვარული
როგორ მიგახვედრო ჩემი სიყვარული როგორ მიგახვედრო ჩემი სიყვარული, შენკენ მოვისროლე ჩემი გულის ბადე, მზესაც შერცხვენია თავის სილამაზის, ვარსკვლავს უმღერია, შენ რომ დაიბადე. მე შენს ნაფეხურებს როცა ავედევნე, ვერც კი შემამჩნიე აპრილის ღამეში, ქალო მოგაძახე მე შენ მიყვარხარო, ამ ლექსის გარეშე მე როგორ გამეშვი. როგორ მიგახვედრო ჩემი სიყვარული, შენზე ფიქრებში რომ დღემდე მათენდება, თითქოს ვერ მიმხვდარხარ, რატომ შემიყვარდი,, და ეს ფიქრის ღამე დღესაც გათენდება. კარგი ,,მებადური,, ყოველთვის თევზს დაიჭერს, შენკენ მოვისროლე ჩემი გულის ბადე, მზესაც შერცხვენია თავის სილამაზის, ვარსკვლავს უმღერია შენ რომ დაიბადე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი