შენი კოცნისგან დამესვარა თეთრი პერანგი
შენი კოცნისგან დამესვარა თეთრი პერანგი შენი კოცნისგან დამესვარა თეთერი პერანგი, შენი ტუჩების ნაკვალევმა წუხელის გამთქვა, თავი ვიმართლო?ვის ავუხსნა ეს სიყვარული, მეც ვერ მივმხვდარვარ, როგორ მოხდა, მიყვარხარ რა ვთქვა. აფეთქებულა ის ატმის ხე პატარძალივით, ჩვენი შეხვედრა გახსოვს ატმის ბაღში რომ დავთქვით, არ დაივიწყო სიყვარული , სიტყვა მიყვარხარ, არ გააყოლო წყალს სიტყვები იმ ღამეს რაც ვთქვით. და შენი კოცნით დამესვარა თეთრი პერანგი, მომდევნო კოცნა სიყვარულის წუთებმა დათქვა, მე რომ მიყვარხარ ,შენმა გულმა რა გითხრა ქალო, არ დამიმალო ნაამბობი, მითხარი რა თქვა. აფეთქებულა სიყვარული ატმის ხესავით, ერთი კოცნისთვის არ დამინდო, ქურდივით გამთქვა, მე რომ მიყვარხარ ,განა მყოფნის ეს სიყვარული? მე შენ მიყვარხარ ქალბატონო, მიყვარხარ რა ვთქვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი