როგორ ვარსკვლავზე დაიბადები


როგორ ვარსკვლავზე დაიბადები


როგორ ვარსკვლავზე დაიბადები,
არავინ იცის ჩემო ძმობილო,
სიცოცხლევ  , შენი სიცოცხლისათვის,
სიკვდილი  უნდა დავიძმობილო.

შევიპატიჟო ჩემთან მარანში,
პური ვაჭამო და ღვინო ვასვა,
ის სტუმარია, მე მასპინძელი,
გაშლილ სუფრასთან ჩემს გვერდით დავსვამ.

გავაცნობ ბიჭებს, ჟორჟიკას, ლევანს,
მებადურის ბიჭს ტარიელს" ნატროს",
ადამიანი სიკვდილის პირზე,
მომიხილია, სიცოცხლეს ნატრობს.

ჰეი, სიკვდილო, შეხედე სუფრას,
რა ბიჭებია ნარჩევ-ნარჩევი,
ეხლა დაფიქრდი, ღირს კი სიკვდილი,
რომელი არის  ამოსარჩვევი.

მოდი, შეგივსო ვაზის ცრემლები,
მოდი, ბოლომდე და მიძმობილე.
სიცოცხლევ ,შენი სიცოცხლისათვის,
წუხელ სიკვდილი დავიძმობილე.

და თუ ძმობაში ღალატი მოდის,
და თუ ძმობაში იაღლიშია,
მე მომაკითხე,  წარბს არ შევიხრი,
ასეთ სუფრას თუ, მეც გამიშლიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი