გამოფხიზლდით ქართველებო
გამოფხიზლდით ქართველებო როცა ძმა-ძმას ვეღარ იცნობს, შვილი მშობელს, მრევლი მოძღვარს, არავისი დღეს არ გვესმის, რა აზრი აქვს ვინ დაგვმოძღვრავს. როცა ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, შეუყეფავს,კბილს გამოჰკრავს, როცა შვილი ვერ გაზარდე, ადამიანს რის გამო კლავს. როცა მშობელს მშიერს ტოვებ, მაგიდასთან ,,ეტლით,, მისულს, მოკვდება და მოიგონებ, უსირცხვილოდ ხვალე მის სულს. ძმის ობლებს რომ მოამშიებ, პირიდან რომ ლუკმას აცლი, საჭმელს პირთან მიტანილს კი, ძაღლებისთვის გამოაცლი. ვაზის ცრემლებს მტერს რომ ასმევ, ძმის დარგულ ხეს ძირში რომ ჭრი, გამოფხიზლდით ქართველებო, ქართველ დედას თავს ნუ მოჭრით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი