დედაჩემო
დედაჩემო დედაჩემო , მეც მოვხუცდი, თითქმის შენი ხნისა გავხდი, შენს ოთახში, თბილ ღუმელთან, შემოვედი აღარ დამხვდი. მეც დამაკლდა დედის ლოცვა, დედაჩემის, აქ ხარ შვილო, სურათიდან რომ მიღიმის, ხელი როგორ გავიშვირო. დედაჩემო, თვალთ დამაკლდა, გადამეკვრა თითქოს ბინდი, უდედობით, თითქოს დედი, წლებთან ბრძოლას შევუშინდი. შენს ოთახში ახლა მე ვარ, თბილ ღუმელთან ვეფიცხები, დედის ნანა მენატრება, დედი ,შენს თავს გეფიცები. დედაჩემო, მეც მოვხუცდი, თითქმის შენი ხნისა გავხდი, უპატრონოდ არ დამტოვო, მიპატრონე, იქაც დამხვდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი