შენ რომ იცოდე რატომ მიყვარხარ


შენ რომ იცოდე რატომ მიყვარხარ

შენ რომ იცოდე რატომ მიყვარხარ,
ეს ყველაფერი ალბათ ბედია,
მე შენ გითხარი ჩემი სათქმელი,
მაგრამ კოცნა ვერ გამიბედია.

შენ რომ იცოდე რატომ მიყვარხარ,
რისთვის მიყვარხარ ამდენი წლები,
ბავშვი არა ხარ ,მაგრამ ბავშვივით,
მსაყვედურობ და  რატომღაც წყრები.

შენ რომ იცოდე რატომ მიყვარხარ,
რატომ ვათენებ შენს სახლთან ღამეს,
მე ის კაცი ვარ ვისაც უყვარხარ,
შენს სახლთან დღესაც რომ დააღამებს.

როგორ გიხდება წვიმაში ცეკვა,
წვიმის წვეთები სხეულს გისველებს,
შენ რომ არ გითხრა როგორ მიყვარხარ,
ჩემი გული ხომ ვერ მოისვენებს.

შენ რომ იცოდე რატომ მიყვარხარ,
ეს ყველაფერი ალბათ ბედია,
მე შენი კოცნა, შენ სიყვარული,
მორცხვობ, მორცხვობ ვერ გაგიბედია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი