ნუ ჩაახედებ ქალს გულის ფსკერზე
ნუ ჩაახედებ ქალს გულის ფსკერზე ნუ ჩაახედებ ქალს გულის ფსკერზე, ნუ წააკითხებ იქ რა წერია, ქალო შენ ერთმა ხომ მაინც იცი, შენზე რამდენი დამიწერია. ნუ ჩაახედებ ქალს გულის ფსკერზე, იქ ხომ გულია მისგან ,,ნაისრი,, , ქალი თუ გიყვარს, უნდა გიყვარდეს, სიტყვა მიყვარხარ-ს ნუკი გაისვრი. ნუ ჩაახედებ ქალს გულის ფსკერზე, მან კარგად იცის, თვითონ რა წერა, ქალო იმ შენი კალიგრაფიით, დღესაც მეტყობა ერთი წარწერა. ნუ ჩაახედებ ქალს გულის ფსკერზე, ნუ წააკითხებ იქ რა წერია, ღმერთმა ხომ იცის, როგორ მიყვარხარ, შენზე რამდენი დამიწერია. ნუ ჩაახედებ ქალს გულის ფსკერზე, იქ ხომ გულია მისგან დაჭრილი, მე ჩემებურად ვგალობ ,მიყვარხარ, ტოროლასავით ცაში აჭრილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი