სიბერე
სიბერე თითქმის ოთხმოც წელს მივუახლოვდი, ვატყობ სიბერე თავისას შვრება, როგორც მდინარე აზვირთებული, წლები გადის და ნელ-ნელა შრება. ის აღარა ვარ, დავჩაჩანაკდი, ახალგაზრდობა წაიღო წლებმა, გული გამიხდა ბავშვის გულივით, სულ მეტირება, მოხუცი წყრება. გაყინული მაქვს სისხლი ძარღვებში, მზეს ვეფიცხები, სხივებით ვთბები, სადღაა ჩემი ახალგაზრდობა, თოვლის მთასავით გამიხდა თმები. დაუხმარებლად ვეღარ დავდივარ, დავბარბაცებ და ფეხებს მივათრევ, თუ სიკვდილია, აჰა მზადა ვარ, სიკვდილს, სიბერეს , ძღვენად მივართმევ. ბევრი რამ ვნახე, ცუდიც და კარგიც, მოხუცის თვალებს ცრემლები ჩნდება, თითქმის ოთხმოც წელს მივუახლოვდი, ვატყობ სიბერე თავისას შვრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი