აქ ვცხოვრობ


როდესაც ბრძოლის დადგება ჯერი,
საკუთარ თავთან ანუ მასასთან,
კვლავ იქ იდგება უცვლელი ჯერი,
სადაც უწინ და სადაც კვლავაც დგას

სადაც ბრძოლა და მშვიდობა არის,
რევოლუციას უცდიან მუდამ,
სადაც ჩაკეტვა რთულია კარის,
მაგრამ გაღებაც არავის უნდა.

მუდამ ტირიან და შვენით ასე,
როცა ცრემლები ღიმილს ჩაუარს,
ღიმილი ხელს კრავს უეცრად მხარზე,
და ცრემლებს უცებ სიცილს გაუბამს.

სადაც შურიან ხალხს ვერ უხსნიან,
სიყვარულისთვის საკმარის მიზეზს,
სადაც სიყვარულს ჩუმად უთქვია,
ბოროტებას რომ დუელში იწვევს.

ცოლი ქუჩაში საჭმელს დაეძებს,
ქმარსკი ტევრებით ნამცეცი მოაქვს,
ზოგიც ცხოვრების ფიქრობს ხარვეზზე,
ზოგიც ფიქრობს რომ სიკვდილის დროა.

ყველა სიგიჟე შენში დატიე,
ყველა სიგიჟე ერთად ვაკეთოთ,
და თუ გაცხოვრე გთხოვ მაპატიე,
გირჩევ მაგ ცრემლებს არსად არ ენდო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი