თვალებს დახუჭავ


თვალებს დახუჭავ, გაიღიმებ როგორც არასდროს,
საკუთარ თავთან მარტო რჩები, რჩები და ებრძვი,
ებრძვი უმიზნო ვნებებსა და ცდილობ დალანდო
კარებთან, ვისაც ამ წუთასაც ყველაფერს ეტყვი.

ეტყვი რომ, აქ ხარ მერამდენე წელია უკვე, 
აქ ხარ, რადგანაც, დაბრუნების მუდამ გჯეროდა,
ახლაც ვფიქრობ რომ ყველაფერი იქნება უკეთ,
და სამუდამოდ გამოვაღწევ სევდის ჩერდან.

სადაც არასდროს არაფერი გაცოცხლებულა ,
სადაც მხოლოდღა ეწევიან, სვამენ, კვდებიან,
ყველას თვალები წამიერად აცრემლებულა, 
და ეს თვალებიც რომ ვერაფერს ვერ მიხვდებიან.

ზუსტად ეს არის სასჯელიც და ყველა ბორკილი,
იმ უდიდესი ღალატისა ღმერთს რომ ღალატობს ,
ჩვენც წელიწადში გავარდებით ძველი თოფივით,
მერე ვუსმინოთ და ჩვენს მაგივრად ილაპარაკონ,

ბოლოს ყველაფერს მოვათავსებთ სულის ფიცრებში,
სულ ყველა ღალატს გარეთ ვტოვებ მერე ვკამათობ,
ვფიქრობ, ვხვდები თან ამ ყველაფრით ისე ვიცლები,
ხეზე ავდივარ ბაწარს ვკიდებ და თავს ვღალატობ.

ახლა სამოთხის თეთრი მტრედი იფრენს ბარათით,
სადაც გარკვევით ეწერება: თ ვ ი თ მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა ა ! ! !
მხოლოდ ჩვენა ვართ საკუთარი თავის ღალატი,
და არამარტო ღალატია ჩვენი მცდელობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი