ყველაფერს ვხედავ იმ ბოლო ცრემლში
ყველაფერს ვხედავ იმ ბოლო ცრემლში, იმ ბოლო "კურცხლით" რასაც მივსტრით, მხოლოდღა დარჩა სიკვდილი ჩვენთვის, და ჩვენ ვართ ალბათ მხოლოდ სიკვდილი. როცა კუბოთი შენ აღებ კარებს, ორივე კარებს შენი ჭურჭელით, და-ხედავ მხოლოდ ცრემლიან თვალებს, ასე გგონია ცრემლი უშველის? იმ აუტანელ, მძიმე სიცივეს, შენს თვალებსა და ხელებს რომ აწევს, რამდენსაც შეძლებთ იმდენს იტირებთ, და იმდენს ვერა კუბო რომ გათბეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი