ტკივილი
ვეღარ ვუძლებდი ყოველდღიურ ტკივილებს უკვე, ვითხოვდი შველას და არავინ არ მყავდა გვერდით, მტკიოდა მწარედ, ტკივილებით ვავსებდი გუბეს, ცხოვრების გუბეს დაშრობით რომ ამდენხანს ვებრძვი. ჩირქი ადგება ამ გუბეს და ჩვენც გაგვდის ვადა, პოეზიასაც აღარა აქვს უკვე იმპულსი, ცხოვრება სულსხვა ყოფილა და სხვაგვარად ჩანდა, ჩვენ შეგვეყარა სიყვარულის მკვლელი ვირუსი. ახლა ვირუსმა ჩემს სულშიაც ტკივილს უმატა, მტკივა რომ ახლა სიყვარული აღარცკი მახსოვს, გავრბივარ ყველა სხეულიდან სხეულს თუგავდა, ცუდია როცა ცხოვრებიდან ვერცხლიღა გახსოვს. გახსოვს და თავსაც ვერაფრით რომ ვეღარ დააღწევ, ვერცხლებს და ჯვარსაც რომელზედაც შენ გაგაკრავენ, აგერ ახლა კი სისპეტაკით ტკივილს გაასწრე, და დაიჯერე ჯვარცმის შემდეგ ტკივილს გპარავენ!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი