ბაბუა


ძნელია როცა ბოსტანში დგახარ,
თან მარტო დგახარ და იყურები,
შენთან რომ იყო ის კაცი აღარ -
-არსებობს თითქოს. ყურებს იგუბებ.

ვხედავ ხეები შემომახუმდა,
ცულიც გაცვდა და დანაც დაბლაგვდა, 
შემომელია ყოველი ხურდა,
ჭაჭაც კარგად რომ აღარ დამჟავდა.

ძირში მოიჭრა ყველა ვენახი,
ყველა წიფელი გადაიმორა,
დიდხანს ხმამაღლა ჩემში გეძახდი,
და ვერც ვფიქრობდი ასე იოლლად,

თუკი შეძლებდი, გადაიტანდი,
აქედან წასვლას სხვაგან გაფრენას,
ყველა ტკივლის რომ შენში იტევდი,
დღემდე და დღესაც ისევ არ მჯერა.

არ მჯერა რადგან შენი სიცილი
უდრიდა ყველას სიცილს ამქვეყნად,
მაგრამ ამბობენ როცა იცინი,
სიცილში ტკივილს ხშირად აფრქვევ და

მხოლოდ მასააქვს ძალა, უნარი,
გადაიტანოს წყლულის მორები,
არც მე ვუთხარი სიცილს უარი,
ნეტავი ტკივილს როდის მოვრჩები?!

და მონატრების იმ მძიმე განცდას ,
რომელიც შენგან, შენთან მოდიან,
თითქოს მტკივა და ნელ-ნელა არც და
შენი დაკარგვა მძიმე ლოდოია,

მძიმე ლოდია რომელიც დამაქვს,
დამაქვს და მიყვარს როგორც თილისმა,
ახლა დაღლილი და მკვდარი ხმა მაქვს,
ბოსტანში ვდგავარ
და რომ ვდგავარ ესეც კი მიკვირს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი