შენ მოხვალ ჩემთან
შენ მოხვალ ჩემთან გადაღლილი, გადაქანცული, დაჯდები სკამზე, ისე მძიმედ, ისე სასტიკად, მეტყვი რომ წასვლა ჩემგან იყო არაკაცური, მე კი გეტყვი რომ ჭრილობები ისევ ამტკივდა! ვხედავ ხელებით როგორ მალავ სევდის გოდორებს, როგორ იზილავ ყველა ტკივილს ლამაზ სხეულზე, არ შეიძლებე ტკივილები ისე მოგქონდეს, როგორც შენ მოგაქვს ჩემამდე და გამომზეურდეს ყველა მომენტი, ყველა დარტყვა, ყველა შეცდომა, უმისამართოდ გასროლილი სავსე მჭიდები, და ამის მერეც ვერ დავკარგე შენს მიმართ ნდობა, ალბათ ვერ ხვდები თუ რამდენად ძლიერ მჭირდები. შენ მოხვალ ჩემთან, დაიჯერე, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე უკვე ალბათ სახლში აღარ ვიქნები, დამავიწყდება ალბათ შენთვის რომ უნდა მეთქვა, თოვს და ჩემს საფლავს ახლა ფარავს თოვლის ფიფქები, შენ მაინც მოხვალ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი