ჩემში სიმშვიდე დუმილს ქადაგებს


ჩემში სიმშვიდე დუმილს ქადაგებს,
გადაიღალა აურზაურით,
გადაბრუნებულ გულს დაალაგებს,
და შეისვენებს ჩვეულ პაუზით.

გადაიკითხავს კარგ პოეზიას,
იქვე მიატანს ფინჯან ყავასაც,
მისი ცხოვრება ხო, სულ ესეა,
ფიქრობს და უცებ ფიქრსაც ჩარაზავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი