Revolution


მისმინე მეგობარო. მისმინე! ვამტვრევ.
შემოვალ შენში დაიჯერე შემოვალ ოდეს,
არვიცი ახლა ამ ყველაფერს რა სახელს არქმევ,
მაგრამ ლექსები საზეპიროდ, საჩუქრად გქონდეს.

დაიმახსოვრე, შეიხორცე მისით აივსე,
უნდა იცოდე, ყველა სტრიქონს რა სურს, რა უნდა
აუსრულე და მერე ნახავ, ნახავ, აი მზე,
აი სამყარო, გამოგაღვიძოს მისმა ხმაურმა.

რევოლუცია, ამბოხება, ქარი, წვიმები,
რევოლუცია, რევოლუცია, რევოლუცია,
ყველაფერი რომ კარგად არის ვერ დაგპირდები,
მაგრამ გახსოვდეს ეს სიტყვები ხშირად უთქვიათ!.

რევოლუცია! რევოლუცია! რევოლუცია! 
ამინ!

გველოდება თავისუფლების მეტეორები,
მოლოტოვები, ატომები, სულის ნაღმები,
სულ ცოტახანში აფათქდბა ჩემი სტროფებიც,
ზუსტად მაშინ, ზუსტად მაშინვე როცა არ ელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი