ლაზარე
ვახელ თვალებს და ტკივილს ვიხსენებ, მეორედ მოვედ ამ ქვეყნად უკვე, და კვლავ იქნება აღსდგომის მერე, მარადიული სიკვდილი თურმე. აღსდექ ლაზარე გეძახი, გეძებ, აღსდექ ლაზარე ისმინე ღვთისა, შემდეგ აღსდგომას ველი და ვერ ვძლებ, ვშიშობ ეშმაკი გაიტანს მისას. იმედს არ ვკარგავ უფლისას გესმის, საკუთარ თავში ვფიქრობ და მჯერა, ამ სუფთა ხელებს ვერაფრით ვერ ვსვრი, და ალბათ არის თვითგადარჩენა, უფალში, შენში, გესმის ლაზარე? მიწა ვარ მიწად ვიქცევი ვიცი, ან დავიწვები ეშმას ხანძარში, ან მივადგები სამოთხეს ვიზით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი