მე მაოცებენ ძველი კერები
მე მაოცებენ ძველი კერები, აუღწერელი სიმდიდრით სავსე, თუ ეცდები და მოეფერები , თვალწინ დაგიდებს წარსულის ფასებს. რამდენმა ომმა გადაიარა, რამდენმა ჭირმა, ლხინმა, ცრემლებმა, პირამდე სავსე იყო ფიალა, და ეს ფიალა მაიმედებდა. მათ არ სჭირდებათ მემატიანე, არც წარწერები კედლებზე, ზურგზე, ისედაც ვხვდები დავაგვიანე, ვხვდები და ლექსსში ცრემლებსაც ვურევ, მე მაოცებენ დიდი ცულები, მუხის საჭრელად გამზადებული, რომ დასტირიან ქვრივი ცოლები, სასახლესა და სასახლის პატრონს. ჟანგ მოდებული მხვდება გუთანი, წელში მომტყდარა სამყოფი კერა, მინდოდა მეთქვა და ვერ ვუთხარი, ამიერიდან ღალატი წყდება. რადგანაც ვიცი არ დამიჯერებს, იმდენჯერ უკვე მოტყუვდა, შეცდა, მე ის კაცი ვარ ვინაც იმღერებს, და ახლა იზავს რაც უნდა ექნა. მანამდე სანამ ქვევრს არ გატეხდა, მანამდე სანამ ცულს აბლაგვებდა, მანამდე სანამ წარსულს ატკენდა, მანამდე სანამ ტაძარს ანგრევდა, მანამდე უნდა ექნა საქნელი, დააგვიანა, დავაგვიანე, ამ ყველაფერსაც სახელს არქმევენ? დე მაპატიებს კერა იარებს?...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი