შენ ხარ


შენ ხარ მზე.
შენ ხარ მთვარე.
შენ ხარ ვარსკვლავები.
შენ ხარ სამფაზიანი ელექტრო ენერგია.
შენ ხარ გაფუჭებული საკვები.
შენ ხარ შიმშილი.
შენ ხარ წყალი.
შენ ხარ ფილმიდან ამოჭრილი კადრი.
შენ ხარ ჩემი ლექსის ცენზურა,
ჩემს ლექსებს კი ცენზურა არ ააქვს.
შენ ხარ სიცოცხლის ბოლო 13 წამი.
შენ ხარ 13 ტყვია რომელიც რიგში უნდა ჩააწყო.
შენ ხარ რიცხვი ცამეტი რომელიც წესით თარსი რიცხვია.
შენ ხარ კარები რომელიც კაკუნს მოელის.
შენ ხარ ვაშლი რომელიც უკვე ჩაკბეჩილია.
შენ ხარ ოთახი რომელიც მუდმივად ცარიელია.
შენ ხარ მამლის სამჯერ დაყივლება და თანდაყოლილი ჟრუანტელი.
შენ ხარ ღმერთი რომელსაც ცეკვა უყვარს.
შენ ხარ 30 ვერცხლი - იატაკზე რომ დამეყარა.
შენ ხარ ლეღვის ხე რომელიც მკვდარი იყო მაგრამ მაინც მოკლეს.
შენ ხარ ჩაფიქრებული ოცნებები - ვარსკვავებთან ერთად რომ კვდებიან.
შენ ხარ. კი კი სწორად მიგიხვდი ეს შენ ხარ.
აბნეული გზები.
დაკარგული კომპასი.
დახეული რუკა.
დანისლული მთები.
მატყუარა გზის ტრაფარეტები რომლებიც გვატყუებენ რომ ზვავის საშიშროებაა და დღემდე არ ჩამოწოლილა ზვავი.
გზებ არეული ცხოვრების მგზავრი.
ბოლო ღერის ბოლო ნაფაზი ხარ.
ის სანთელი ხარ ჩქარა რომ იწვის და ლოცვას ვერ ასწრებ.
ეს შენ ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი