უცხოელს
მიდიხარ ოთახს ტოვებ ცარიელს, და არამარტო ოთახს გჯეროდეს, ჩემი ცხოვრება ისე არიე, როგორც ბავშვობა ერთდროს ჰეროდემ. ჩემს თითებს შორის მოთავსდა კვამლი, და ჩაანაცვლა შენი თითები, "შენ შეიძლება რომ გერქვას ქალი" მაგრამ არიცი რისთვის იწვები. რისთვის სუნთქავ და რისთვის იბრძოლებ, რადგან სამყოფელს ვეღარ ჯერდები, ნეტავ ერთმანეთს ისე ვიცნობდეთ, როგორც ერთმანეთს იცნობს ღმერთები. არგესმის რადგან ჩემი ნანინა, ჩემი ჩაკრულო და ვაზის მღერა, ეს არის ზუსტად რამაც ამრია, რამაც ამრია და დამაფერფლა. ასე მარტივად განა მე შევძლებ, უშენობას და სხვის ნავში ჯდომას, ყველა საგანში უთუოდ გეძებ, და კიდევ ბევრი მომიწევს შრომა. და თუ საწადელს ვერასდროს ვპოვებ, მე შენ გაგატან შავი ზღვის ტალღებს, და ჩემს საშვალოდ მტკივნეულ ფიქრებს, ყველას მაგივრად შავი ზღვა ატკენს,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი