მეჰსუთ


ჩემს ჩუმ ჩურჩულს ჩაუფიქრდი,
შენს შავ ფიქრებს ჩაითრევენ ჩემო,
ტირის ტივი ტიტანიკის ტვირთით,
და არ უნდა გაუსინჯოს გემო.

შამანები შეფუტებენ
შარშანწინდელ შანდალს,
ლომს ლარივით უმიზნებენ ნაალერსალ ლულებს,
ჩიფირი და ჩილიმი და ალლაჰ!
ჰაბიბ მეჯნუნს გამოუჩენ ყურებს?

მეჯნუნები მიჯნურობას ინახავენ როგორც,
ჰადისებს და რამაზანს და იმ სიწმინდეს მეჰსუთ,
შავ სამოსში იმალება ეს მსოფლიო მეჰსუთ,
და დინამიტს გვაყოლებენ ყოველ ქუჩის ბოლოს.

ბოლოს მაინც ავფეთქდბით მეჰსუთ,
და ჩამოვხსნით, ჩამოვიხსნით ფარდებს,
იმ შავ ფარდებს რომ ართმევდა ერთ წუთს,
ყველა შემხვედრს კაცებსა თუ ქალებს.

აი მაშინ დავინახავთ კოშკებს,
აფეთქებულს და შელესილს სისხლით,
ხომ გითხარი რაც არ უნდა მოხდეს,
არ აფეთქდე, ჩვენ ისედაც ვიბრძვით.

აი მეჰსუთ რა ვყოფილვართ თურმე,
ქვეშეჯმია,ქვეშეფსია, მოშიშარი ერი,
გვეშინია სიკვდილის და ნაადრევად გულზე,
ბომბს ვიდებთ და მეტი არაფერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი