გაიქეცი!!
ამ ცის ქვეშ მარტო არასოდეს არ დარჩე, იცოდე ვარსკვლავები ვარდნას იწყებენ და ვერ მოასწრებ, ყველა ოცნების ჩაფიქრებას, მერე შერცხვები. ქუჩებს უშენობა სტკივათ, ლამპიონებს კი ჩრდილები. მთვარე რომ ზურგში დაგზდევს, იქნებ კუზიანი დედამიწა ხარ. ამ გალაქტიკის ეთერი, ვიწრო ოთახშიც ეტევი. ოთახის იქეთ კედელი , და მეალუბლისფერები. ზღვამ გამორიყა ყველა ბოთლი წერილიანი, მელანგადამსკდარ ფურცლებს სუნთქვა შენელებიათ, სტკივათ რითმები,ეწვით რიტმი, ასევე კანიც, გაკვირვებული უყურებენ მარტოხელა ნაპირს მელნიანს, მარტოობით, ყულფში თოკით, მივდიოდით , მოვდიოდით. შარას ვზდიეთ, დავეწიეთ. სულის ფარდა დამიხიე, ამათმა კი რაიციან. მარტოობის ათი წესი, ათი ცხვარი, ათი მწყემსი. მგელს ვინ ესვრის ? შენ ვინ გესვრის. მარტოობის დასასრული, ერთგულების საზღვაური, დიდხან ფეთქავს განა გული? ისვ გვისმენს, ისევ გვისმენს, მარტოობა ცალი ყურით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი