როცა არაფერი არ იცი...


კარებს მუდმივად ღიას ვტოვებს
მარტო ვარ.
ხსიათების მიხედვით მივხვდი
მარტი ვარ.
არ მიფიქრია ბევრი, უბრალოდ მივხდვი
მარტივად,
რომ შევიცვალე ,
ანდაც უეცრად, საუცბათოდ ვიღაცებმა
შემცვალეს.
გადამაკეთეს. რაღაცები გადამაკითხეს.
ბევრი რაღაცა გადამაკიდეს, ბევრი ვიღაცა გადამაკიდეს.
მოკლედ ვიცვლები.
ვიცვლები როგორც ამინდი მარტში.
ვიცვლები, ვიცვლები, ვიცლები.
არ მომწონს ჩემი ცვალებადობა მე ვითხოვ შველს.
მე ვითხოვ შველს წრსულისაგან,
რომ გამიხსენოს და გამახსენოს,
ყველა ის წამი რის გამოც არასდროს შევიცვლებოდი,
რის გამოც მუდმივი პაუზა მქონდა საკუთარ თავთან.
იყო სიჩუმო, სიმშვიდის ხარჯზე და წერის ხარჯზე და...

ვცდილობდი ყველგან, ყველაფრისგან თავის დაღწევას,
ჩემი თავი ხომ მუდმივად შველას ითხოვდა ჩემგან.
უნდოდა წასვლამ, ამოსვლა,
იმ ჭაობიდან, რომელშიც ასე, ძირფესვიანად გადავიჩეხეთ.
და ახლა როცა... როცა საკუთარმა თავმაც დამტოვა,
მე ვითხოვ შველას.
შველას ღმერთისგან რომლის არსებობისაც, საკუთარი თავის არსებობაზე უფრო მეტად მჯერა.
რომელიც უფრო ლამაზია და ცეკვა უყვარს.
რომელიც უეჭველად მიშველის. მჯერა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი