ვინ იტყვეს დღეს რომ საშველი არის


რა ვქნა? რა გიყო? როგორ გიშველო,
როგორ გადავყვე შენს ლამაზ თვალებს ?
ჩემო ფირუზო, ჩემო გიშერო,
როგრმე უნდა გაყვე ამ ქარებს.

ამ ფიქრებსა და გალეშილ ვენებეს,
გადაღლილსა და უძველეს ფრაზებს,
ჩემს გარდა დღესაც რამდენი გეძებს,
და ჩემს მაგვარად რჩებიან გზაზე.

ვინ იტყვეს დღეს რომ საშველი არის ,
რევორველი და ცამეტი ტყვია,
იტყვიან : ღიას დავტოვებთ კარებს,
მაგრამ სულ ყველა დახურულია.

გულის თუ სახლის, შენი თუ ჩემი,
ვკეტავთ კარებს და ვუსმენთ მუსიკას,
სულ სხვა ნაპირზე ჩერდება გემი,
და წინა გემებს მხოლოდ ღუზით გავს.

სულ ცოტა დარჩა შენით მოწამვლის,
საათები და დღეები გრძელი,
გადაგიტანე გუშინ მოცარტით,
და უფრო მძიმე დარტყმებსაც ველი.

მაგრამ ხვალინდელ დღეს ველოდები,
დღევანდელი დღე ამ ლექსით გამაქვს,
ზეგ ვოცნებობ და მაზეგ ვლოთდები,
რადგან შენს გარდა არავინ არმყავს.

რამდენ აბსურდს და საზიზღარს ვიტყვი,
მაშინ როდესაც მე ვრჩები მარტო,
არვიცი საით გამირბის ფიქრი,
და ეს ფიქრები რარიგად მათრობს .

ამ ვარსკვლავებით დაგიწნი დალალს,
მაგ შენს თვალებში მზეს ამოვიყვან,
შენს წამწამებზე გავიშლი კარავს,
და ყველა ეჭვებს ჩემით მოვიკლავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი