ღმერთების ნადიმი


ნუ გაიკვირვებ უბრალოებას,
თითქოსდა დილით იღვიძებ, იცმევ
და მეგობრებთან მიდიხარ სტუმრად.
იმ ხალხთან ვისაც უყვარხარ, სჯერა შენი ყოველი ნაბიჯის, ფიქრის.
ღმერთებსაც მათგვარად ვუყვარვართ, სჯერა ყოველი ჩვენი ნაბიჯის, ფიქრის...
ისინიც ჭამენ,
ფიქრობენ,
წერენ.
მათაც უკვდებათ,
მათაც უყვართ,
მათაც უხდებათ,
ადიდასი, ნაიკი, გუჩი.
ისინიც სვავ,
ზოგჯერ ღვინოს,
ზოგჯერ ვისკს,
აირანს, საკეს.
ჩენსავით ღმერთიც უყურებს სარკეს
და ფიქრობ,ფიქრობს,კეხიან ცხვირზე.
მათაც ატკინეს ოდესღაც გული,
ახსოვთ ბავშვობა ტრამვირებული,
და დაშორებაც იგრძნეს დედ-მამის.
მათაც ჭაღარა შემოეპარა.
წვერი გათეთრდა, თმები გათეთრდა,სისხლი გათეთრდა.
მათაც უყვარდათ ადრე ცალმხრივად.
მათაც ოდესღაც დააგვიანეს.
დააგვიანეს პაემანზე,
დააგვიანეს ავტობუსზე,
დააგვიანეს სამსახურში,
დააგვიანეს სავაადმყოფოში.
მათაც უსკდებათ,
მათაც უსკდებათ,
მათაც უსკდებათ,
ჯერ ტირილი და ბოლოს კი გული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი