Covid -19


დღეიდან ყველა შვევეჩვევით "დიდ მარტოობას".
საკუთარ თავებს ჩავახედებთ ვიწრო სარკეში,
თითქოს ადამ და თითქოს ევა, თითქოს თავიდან
ვიწყებთ ყველაფერს,
ახლა გვჭირდება ღმერთის სიტყვა - "ნუგეში-
-ნია-ვი კვლავ დაუბერავს კვლავ იმ უბეში აღმოვჩდებით
მთელი ქვეყანა.
სადაც ვიყავით...
სადაც ვიბრძოდით.
სადაც გვასწავლეს ერთმანეთისთის ქვების სროლო
მერე წინსვლები.
განვითარება ტექნიკა და ომი & ხანძარი
ყველაფერს ერთურთს დავუმიშნებთ ხელში რაც არის...

შემდეგ ისევე მეორდება ძველი ამბები,
ჯერ ძმებით ვიწყებთ, პირველს მათ მოვკლავთ
შემდეგ მტერს ვკოცნით,
ზღვის პირას ვგდივარ ფარ-ხმალ დაყრილი
სახეზე დაყრილი,
მუწუკებ დაყრილი,
ჯერ კიდევ ახალგაზრდა,
მომჭკნარი ფიქრით გადაღლილი სულ დალეული..

საკუთარ თავებს ალბათ არასდროს დაავიწყდებით.
რადგან ვერასდროს ვერ იტანდით მასთან დარჩენას.
სულ გაურბოდით,
ხანაც ზეცაში,
ხანაც მიწაში,
ხანაც სახლიდან,
ხან ქალაქიდან
ზოგჯერც ბაწრიდან...

დღეს ვამტვრევ სარკეს და ძველებურად,
ვივიწყებ ყველა ავთვისებიან
ჩემეულ თვისებებს,
გავიხდი სამოს, მოვიხსნი " მასკას" ?!
და გადავცურავ ფიქრიან ღამეს.

ანკესზე ვაგებ ყველა სიზმარს შუაღამისას
მოვათრევ ზემოთ და რეალობით ნელნელა ვხოცავ.
სანამ წერტილი გამოჩნდება რამე არმითხრა
რადგან სიზმრები გამექცევა და მე დამვრჩები
მათ გარეშე ღამეში ნავით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ლიაკო დეიტერიუმითანამგრძნობი3 თვის წინ

ოუ ქოვიდ ნაინთიინ)

მთავრდება ტუალეტის ქაღალდი...
სახლში ჩავიკეტე, თავში ავმაღლდი.
დიდი ნაბიჯი გადავდგი,
დავბლოკე ყველა.
თუ გინდ აღმიქვან გველად.
ვერა ვარ წელს ვერაააააა აჰაჰაჰაჰ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი