რაღა სახუმარო


ჟრუანტელი არ მიქრება
სამუდამოდ დადო ბინა
როგორც შენი ათი მცნება
ჩემ ფიქრებმა ალოდინა

ჟრუანტელმა არ უცადა
ჩემს მზად ყოფნას დანახვისას
წამომიკრა ფაუსტმაც და
ცოდვას მკიდებ ამ მარხვისას 

უცებ მეც გავსხივოსნდები 
შენც გახდები ჩემი ჰერა
ჩემი ტაბუ და ტოტემი!
ფროიდმა რომ დამიწერა

ასე უცნობს ნუ გამიშვებ
ამ უღმერთო ქუჩის ხელში
სხვა გზას არ დამიტოვბ და 
გამოვიბავ ბაწარს ყელში

გოგო ცოტა იამაყე
მე პოეტი ლექსებს გიწერ
გულში შენი ია ვნახე
და დღეიდან დაგიფიცებ

აღარც შარა აღარც ბოთლი
მარტოობო ბოლოს მიღებს
ქუჩებს უცებ მოგიკოცნი
მეც  დავხატავ მონალიზებს

შენ მაოცებ მაორმოცებ
ქუჩას მისამართებს უცვლი
ვერ გავუგე ნაორმოცებს
და დავიწყოთ ახალ ფურცლით

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი