ღმერთი


ღმერთის ძებნას შეეშვით დაძვლებოლ კედლებში
სახლშიც აღარ დაგხვდებათ   მიაკითხოთ რომ კართან
სამშობლოსაც ივიწყებს აღარ არის ბეთლემში 
ღამეც არ დაიძინებს უკვე მოჭრილ შენ თავთან 

ღმერთის ძებნას შეეშვით მოოქროვილ ბარძიმში
ნუღარც ცაში დამჯდარი თეთრწვერება გგონიათ
ამდენ ფანატიზმიდან ყველა გამოთახსირდით
და შენ ნუ გეგონება რაღაც ღმერთოფობია

ღმერთი? - სიყვარულია ცაში გამოსახული
არჭირდება გუმბათი ბარძიმი და ლოცვები
ალბათ ჩვენი შვილია ისიც ამორალური
ახლა კი გამოვცალოთ ღმერთით სავსე ბოცები 

ალბათ შეყვარებულსაც ღმერთი უნდა აუხსნა
ღმერთით უნდა გავავსოთ ერთმანეთის გულები 
აქაც ჩემში იფეთქა ღმერთით სავსე ფაუსტმა
და ღმერთს აღარ ჭირდება ფუი ფუი ფულები 

ნუგგონიათ ყოველი ზეციური ძღვენია
რაღაც ამ ქვეყნიური იგავებით სავსეა
ყველა ადამიანი ღმერთის ფოლოვერია
მაგრამ ბევრი ჩვენგანი მაინც ბლოკის ზღვარზეა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი