სამშაბათი


სამშაბათი,ინგლისური,
კვლავ გახდა ექვსი საათ,
შემოაღე ბოღმით სავსე, დატენილი კარები
ღვინო არგვაქვს ამიტომაც სიყვარული დაასხი
ქარი სახლში შემოგყვება თმებში ნაგორავები

სამშაბათი,ინგლისური, გიჟი ჩემი ფიქრები
ეს დღე მხოლოდ ეჭვებზე და გრძნობებზეა გათვლილი
როცა თვალებს გამისწორებ უნებლიე ვიბნევი
აქ სიყვარულს გავდივარ ძველი მონახაზივით

აქ ხომ მხოლოდ ინგლისურად რეფრეშია მარტივი
ინგლისურად ლავიუს არაქვს მისი მუღამი
გიყურებ და სახე გაქვს ნასესხები მარტივით
და ამ გრძნობას ქართულად მიყვარხარო უთხარი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი