მარადიულად
მიმოიხედე,რაღა დავრჩი რაღა შემოგრჩი ყველა ღიმილი გზაზე დამრჩა, ჩემი ფარ-ხმალი, გიყურებ ტირილს რახანია კიდევ ვერმორჩი, და მგონი უკეთ დაგმჩნევია ტუჩთან ის ხალი. და ეს ტუჩებიც ცრემლები რომ გადაუნერგე, ერთგულებია,როგორც შენი სველი თვალები, მინდოდა ჩემით შევხებოდი, ვერ გავუბედე, ისევ დროებით ჩამქრალები, მზის სადარები. და მეც ხურჯინი გადამკიდეს ჩემო ანაბელ, ხურჯინი ჩემი დარდებით და სევდით შეკრული, არ შეგეშინდეს არ წამიხდე გესმის ანაბელ? ზოგს ხომ ასეთი ცხოვრება აქვს თითქოს ბედკრული. მე კი ისეთი მეყვარები როგორც დაგტოვებ, ხომიცი საფლავს სიყვარული ათბობს მარტოკა, არ დაიჯერო დასრულების ამ ლექსს დავტოვებ, უწერტილოს საწყისი, ძველებურად ისე მართობდა, ყველაფერ ახლის დასაწყის,არ დამთავრება ყველაფრის გზაზე მიტოვება გასაგრძელებლად, ვხვდები ეს ლექსიც უსაშველოდ არდამთავრდება, დაეს წერტილიც ზურგში მომზდევს გასაჩერებლად. არ გავჩერდები, რადგან ლექსები ასე მარტივად, არ მთავრდებიან,არ უსვამენ წერტილს ყველაფერს, ჩემი ლექსების გასაგონად კოჭლი განდი ვარ, და წერილისთვის გალიაში მარტო შემაგდეს. და ვეღარ გხედავ როგორც გხედავდი, ვეღარ ვიგრძენი შენი ნაზი ხელის ჭიდილი, და დაძახებას ვაპირებდი, ვეღარ ვბედავდი, ახლა უთუო ავტირდები,მინდა ტირილი. ასე მითხარი სად აორთქლდი სად დაიკარგე, როგორ დამტოვე ამ საშინელ დედამიწაზე, ნუთუ საერთოდ არაფერი არ დაიბარე, და ვფიქრობ ახლა სიყვარულის ღმერთი იწამე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი