უ)შენობა


გთხოვ მაპატიო ყველა ცდუნება,
ყველა უშენო წამი ამ ქვეყნად,
ზოგჯერ ყველანი ერთად ვურევთ და
არ იფიქრო რომ გრძნობა განელდა.

ის ისევ ისე დარბის ჩემს სულში,
და ახლა უკვე როგორც არასდროს,
ძლიერდბა თან სიყვაულს ყურში
ჩაგჩურჩულებს და შენთან კამათობს.

არ გაგაბრაზოს ამ უძრაობამ,
არვიცი ახლაც რა უნდა მექნა,
დღეს უშენობას ვიმკურნალებ და
დროულად შევწყეტ წარსულში ქექვას.

ეს ლექსები კი დაობდებიან,
არ მოგატყუოს მისმა რითმებმა,
ლექსით ყველაფერს ვერ მიხვდებიან,
და სტრიქონები შენით ივსება,

თითქოს ვმალავდი ჩემშიც მერის და
ბედნიერებას ცაში ავყავდი,
ბოლოს და ბოლის აღარ მეღირსა,
სამუდამოდ რომ შენით დავკავდე.

ენას მიბორკავს შიში დაკარგვის,
შიში ზღვებთან და ცასთან სიშორის,
ჩუმად, ჩამესმა ყურში ნახვამდის,
და მეშინია შენი სისწორის.

მაიმედებენ შენი თვალბი,
შენი ღიმილი იმქვეყნიური,
არ გეგონოს რომ სხვაში გავები,
უბრალოდ შენ ხარ იმფექციური.

რომელიც სისხლში შემოიჭრა და
გულის კარები სხვისთვის ჩარაზა,
მას მერე შენთვის შემოიხაზა,
შენი ადგილი ჩემს ფანჯარასთან

რამდენი დღე და რამდენი კვირა,
გავიდა მერე რაც არ გინახავს,
ფანჯრებს უშენო დღეები სტკივა,
და შენს სიყვარულს მყუდროდ ინახავს.

ვეღარ გივიწყებს მისი რაფები,
ახლა გაწვიმდა და ტირის იგი,
როცა წვეთებით დაიხატები,
მის შუშაზე და ეტყობა ფიქრი,

პორტრეტს რომელსაც მივაშტერდები,
და გაღიმებულს ვუცქერ ბუხრიდან,
უცებ სველდები, წვიმის წვეთდები,
და აღარ ვფიქრობ ქვეყნად თუ ღირდა,

ამდენი ფიქრი დარდი ცრემლები,
ამდენი წერა გავსება ფურცლის,
მივხვდი ვერასდროს გამომელევი,
ვერ გამიქრები,ოდნავაც თუ წვიმს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი