არ მინდა სხვისი ალერსით რომ გაზრდილს გიყურო
არმინდა სხვისი ალერსით რომ გაზრდილს გიყურო, არმინდა ცრემლებს სხვის ხილით რომ იშორებდე ვერშესაძლებიც ადამიანმა უნდა ირწმუნო, და ამინტომაც არაერთხელ გიყოველდღევე. მინდა გაგათბო გაყინული ბეღურასავით, ცივი ხელები ცივ ხელებთან კვლავ დავაზომო, პოეზიასაც ისე მარტივად მე შეგასწავლი, ის შენხარ,ჩემი პოეზიის კვლავ კალატოზო. გასწავლი როგორ ვუერთგულოთ ამ შემოდგომას, როგორ შევხედოთ უვარსკვლავო ცას მთვარიანზე, გასწავლი მარტივ ამინდებზე მკაცრად შედგომას, და როგორ წერენ ჩუმ-ჩუმელა ლექსს ნამიანზე. განახებ როგორ აივსება წიგნაკი შენით, განახებ როგორ მშვენიერი ყავხარ სამყაროს, ზეცაც ამიტომ ამოავსეს ერთადერთ ფერით, რომ ყოველ დილით უასზღვრობის გემი გვანახოს მაგრამ ვაი რომ მარტოხელაა ვდგავარ კარებთან, ერთი წიგნაკით,სურვილებით რომ გადავტენე, მჯეროდა ვიღაცა შუა ღამით კარებს აღებდა და სანახავად ვერასოდეს ვერ გავათენე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი