იმდენი ფრაზა გამიფუჭდა ახლა წერის დროს
იმდენი ფრაზა გამიფუჭდა ახლა წერის დროს, ნერვები დამაწყდა, შენთან ახლოს იქვე მივაგდე, უღრუბლო ცას და მთვარიანს რომ ერთად ვეღირსოთ, დავხეტიალობ ქუჩა-ქუჩა ყოველ დილამდე. უკვე მთვარისთვის შვილი ვარ და უკვე პოეტიც, ღამის მგოსანი მიწოდეს და იქვე მიმაგდეს, ზედ დამაყარეს ლერწმისა და მუხის რტოებიც, და რაც არასდროს უკადრიათ ბოლოს იკადრეს. ნელ-ნელა ვხვდები ვმარტოვდები როგორც საფლავი, როგორც ცოცხებს გადარჩენილი ბოლო ფოთოლი, აღარაფერი აღარ არის ჩემთვის ახალი, და ზეცისაკენ მივაბიჯებ სულის კოჭლობით. ახლა დიდებით გაჟღენთილი ვწევარ დივანზე, მინდა მოხვიდე და დაღლილმა რამე მიშველო, სულის სიდიდის მოტივებზე რამე მიამბე, ანდაც პრიჯვარი როგორ უნდა გადავიწერო ჩემამდე მოდი და თვალები ფართოდ გააღე, ნურაფერს იტყვი თორემ ალბათ გავიფანტები, გავიფანტები ციდან ცამდე უფლის კარამდე, და ბოლოს მაინც შეგეხები - ბოლო ფანტელი. ისე მინდიხარ როგორც არსად მენდე არასდროს, როგორც ბაბუას წიგნებისთვის მისი სათვალე, თუ შუა ღამით გაგეღვიძა სხვისო ქალბატონ, არმოგასვენებ არასოდეს ასე ჩათვალე. ასე ჩათვალე მე ვარ ავტორი ყველა კოშმარის, ყველა უძილო ღამისა და მთვარის ჭორების, არ დამინდობს და გადამთელავს მოკლე დრო-ჟამი, არავინ ვიცით ბოლო წერტილი ვის სად მოგველის. ზოგჯერ ტოტებთან გაგიჟებულს ხელებ აშვერილს, ვუყურებ უმაღლეს ცასა და ამით მუდამ მაკვირვებს, ბოლოს და ბოლოს ცაში მოხვედრა არის საშველი?! და ვაკვირდები ცარიელს და ფართო ადგილებს. სადაც ყოველთვის დაეტევა ჩემი სული და, სულის სიშიშვლეც გამოაჩენს ყველა ჭრილობას, ამ ცას და ვარსკვლავებს დიდი ხანი ღმერთი უვლიდა, და ყველა ვარსკვლავის ჩამოვარდა იყო გმირობა. და ახლა უკვე ვარსკვლავი ვარ ცის ერთ წერტილში, რომელსაც არასდროს უწერია რამის ახდენა, გთხოვ ჩამიფიქრე და ოცნებებთან ახლოს მიმიშვი, მაგრამ არასდროს არმიწერია მისკენ გაფრენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი