ნოკოს
პოეზიით მოწამლულები ვდგავართ კუთხეში, ვეღარ ვმშვიდდებით სიგარეტით,ვეღარც სასმელით, ჩვენ ყოველ საღამს პოეზიას ვისმათ უბეში, ამაზე მეტს ან უფრო ნაკლებს ნუღარ მოელით. ნურც ხასიათის უცნაურობა ნუღარ გაკვირვებთ, ხან ხმამაღალი ხანაც ჩუმი კითხვის მანერი, ცოტაც გვაცადეთ უსათუოდ უნდა გავკვირტდეთ, და ჩამოვიღოთ ჩვენი სულის უშნო ბანერი. ერთიც დაასხი ძამიკონა გზები გავკვალოთ, შენს ჭიქას ახლა ორთქლი ასდის საპოეზიო, ლექსები გზა-გზა ჩვენი ნებით, ძალით დავკარგოთ, მე და შენს გარდა ლექსები რომ სხვამაც ეძიოს. ოხ რა ხმამაღლა ვკითხულობდით გუშინ მაესტროს, პირზე უთუოდ გადაგვკრავდა „ჩვენში სიცილი“, ცოტა ხმადაბლა წავიკითხავ ახლა ამ ერთ სტროფს, და აინთება პოეზიის მოკლე ფითილი. წიგნით ხელში და ხელგაშლილი ქუჩაში ვდგავართ, ისე აცივდა ჩვენი სევდაც ვეღარ გაგვათბობს, ლექსებთან მარტო როცა ვრჩებით საერთოდ სხვა ვართ, და ყოველ ღამის ბოლო ლექსი დილას არ გვახსოვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი