როცა ზაფხული დახუჭავს თვალებს


როცა ზაფხული დახუჭავს თვალებს,
როცა იწყება ყვითელი თოვა,
სევდა ფიქრებშიც აღარ იკავებს,
ბედნიერებას რომელიც მოვა.

რომელიც მოვა ადრე თუ გვიან,
შუაღამისა მთვარიან ცაზე,
სადაც ნასროლი ყვითელი ტყვია,
მიმოიფანტა ღმერთის დაფაზე.

როცა შეწყდება ფოთლების ომი,
როცა გაიტანს თავისას ღმერთიც ,
დაიხურება სევდისთვის ჰოლი,
გამოიცლება ყოველი წვეთი.

ღვინის რომლითაც ივსებ იარებს,
რომელიც მშვიდად გაძინებს ღამე,
ტოტები ფოთლებს დაგინიავებს,
და შემოდგომას დაუთვლი წამებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი