ნაცნობი კაცის წერილები.
ვწერ ამ რაღაცას რომელიც მარტომ შენს ოთახში სარკის წინ დამჯდარმა და შესვენებებით უნდა წაიკითხო, წაიკითხო და დაწვა მაგრამ, არ დაგავიწყდეს გონებიდან და გულიდან, მეხსიერების ბარათის გასუფთავება. არვიცი როგორ დავიწყო წერა, არვიცი რადგან არმინდა რაიმე ისეთი წამომცდეს რომელიც კითხვის დროს შენს არაამქვეყნიურ ღიმილს შეცვლის და ისევ არაამქვეყნიურ წარბებს ზემოთ აგაწევინებს, მინდა დავწერო ის რასაც ვერასდროს გეტყვი, ვერასდროს გეტყვი რადგან სუსტი გული მაქვს და ვერ გავუძლე შენს რექციას ამ ყველაფერზე. ახლა ვუფიქრდები და ვცდილობ გავიხსენო წინა წლის ყველა ის მომენტი, სადაც შენ ხარ, ვიხსენებ და ახლა ვხვდები რომ, ყველა ის ვარსკვლავი რომელიც, ჩემ ჭერქვეშ ვარდებოდა შენ იყავი, როდესაც ძლიერ შემცივდებოდა, მხოლოდ შენ შეგეძლო თვალწინ გამომცხადებოდი და გაგეთბე, ყველა ცისარტყელა და ყველა წვიმის წვეთი იყავი, ყველა ფოთოლი და თოვლის ფიფქი შენ იყავი და ერთ დღესაც არც მზე არ ამოვიდა, ფოთლებიც გაქრნენ, წვეთებიც არსად ჩანდნენ, აღარც მოთოვა და ცაც დაიხურა, სად წადი? ასე მარტივად შეიძლება გაქრე (სამყარო) ? ასე მარტივად შეგიძლია დატოვო ყველაფრი და წახვიდე? მაგრამ,გახსოვდეს ვერასდროს ვერ დავივიწყებ როგორი ფერის იყო ცა, როგორ ცვიოდა ფოთლები ძირს, როგორ ცვიოდა ვარსკვლავები ფოთლების მზგავსად და როგორ ამოდიოდ მზე ყოველდილით და ანათებდა არემარეს, ვერ დავივიწყებ რადგან შენ აქახარ, ვერდავივიწყებ რადგან ამ სიბნელეშიც შენ ხარ და ეს სიბნელეც შენ ხარ ახლა, როგორც წინაზე ნათელი იყავი, მე მაინც დავხატავ ცისფერ ცას, ოქროს ფერ მზეს და მრავალფერად სულს, მე მაინც დავწერ რომ შენ არსებოდი და სიკდილი უკვე ჩემს გარეშე არ გიწერია. ბედნიერება იმდენად მოკლე და საოცარია,როცა ბედნიერები ვართ ვერ ვხვდებით რომ ის ოდესღაც შეწყვეტს ჩვენში არსებობას და სხვასთან გაფრინდება, ჩვენში კი დაიბუდრებს მარადიული სიცარიელე და ტკივილით გამაგრებოლ ოთახის კედლებზე მოგვიწევს ზურგით მიყრდნობა და ყურება კარებისთვის, რადგან, ყოველთვის არსებობ იმედი იმის რომ ვინმე ამ კარებს შემოაღებს და კედლებს დაანგრევს, მაგრამ, შენ ხვდები არა ვინმე არამედ ზუსტად მან უნდა შემოაღოს კარები ვინც არასოდეს არიზავს ამას,რადგან, დაიღალა შენი ერთფეროვნებით და ტკივილებით, სისულელეებით. ახლა ვზივარ და გიხსენებ, გიხსენებ და ღიმილი მართმევს თავს, მეღიმებდა და ვქვავდები, რამდენად მაგარი და ამასთანავე რამდენად ცუდია წარსული, ვზივარ და ვფიქრობ თუ რატო ვუშვებთ შეცდომებს, ვფიქრობ როგორ მოვიდე შენამდე და მოგიტანო მინდვრის ყვავილები რომლებიც გზაში შემომაჭკნა და მათი სიკვდილი მანერვიულებდა, ყავვილების მსგავსად კვდებიან გრძნობებიც, ყვავილებს წყალი სურთ საარსებოთ, გრძნობებს კი სითბო და არამარტო სითბო, განა რა არის ცუდი იმაში როცა გიყვარს? ოჰ ღმერთო ჩემო ეს წყეული სიმახინჯე როგორც სულის ასევე სხეულის - ეს ღმერთს შეეშალა. მე მეყვარები სამარადისოდ ისეთი როგორიც იქნები ცხოვრების ბოლომდე, შენ კი ეცადე მე დამივიწყო როგორც ასანთის დამწვარი ღერი. “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები, არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები, გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება, შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო, თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!” „გალაკტიონ ტაბიძე“ ასე გამუდმებით მხოლოდ შენზე შემიძლია წერა, ყველა კალმის მოსმა, იქნება მცდელობა შენთან მოსვლისა და შესაძლებლობა მაგ უკიდეგანო თვალებში კიდევ ერთხელ ჩახედვისა, თავად შენხარ უსაზღვროება და ისეთივე უსაზღვროა შენი თვალები როგორც სანაპიროდან დანახული ზღვა, ჰორიზონტი ხარ რომლის იქეთ რაც არ უნდა ეცადო ვერაფერს ვერ დაინახავ, ახლა ვწერ და მახსენდება შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“, რაღაცმხრივ თავი სულელად და ფსიქოპატად მიმაჩნია და თან ვფიქრობ რომ უბრალოდ არ შემიძლია ეს ყველაფერი უბრალოდ ამ პატარა გულში დავტოვო, არშემიძლია რომ არ გადმოვყარო აქედან ყველაფერი და ფურცლებზე არ დავყარო, ყველა ქუჩის მოსახვევი სადაც გზა მანამდე არ ჩანს სანამ არ შეუხვევ, არის იმედი იმისა რომ სადღაც იქნები, აი ამ მოსახვევიდან გამოხვალ ახლა და შემხვდები, ამ ბოლოდროს წიგნების კითხვაც დავიწყე და ყველა წიგნი იმედია იმისა რომ შენს თავს გამახსენებენ, გამახსენებენ და ბედნიერებას მომანიჭებენ რამოდენიმე წუთით, შეიძლება სისულელეა ეს ყველაფერი მაგრამ სინამდვილეში შენ ესეთი ხარ, შენ ისეთი ხარ რომ აუცილებლად ყველგან და ყველაფერში უნდა იყო და თუ ვინმეს მოუნდა შენი ნახვა შეუძლია თითოეულ საგანში გიპოვოს, თითოეულ წიგნის სათაურში გიპოვოს,წვიმაში გიპოვოს,ქუჩაში გიპოვოს, ბიბლიოთეკაში გიპოვოს ან რომელიღაცა კლასიკურ და გემოვნებიან კაფეშეიც შეუძლია წაგაწყდეს. მხოლოდ ერთი რამ მამშვიდებს და ღმერთან დაკავშირებულ რწმენაზე დიდია, ის რწმენა ჩემში რომ შენ არასდროს არ შეიცვლები იქნები ისეთი როგორიც ხარ, მაგრამ ამასთანავე დღითიდღე ვხვდები რომ, მხოლოდ ჩემს მიმართ დამოკიდებულება გეცვლება, ხდები ისეთი, როგორიც არასდროს არ ყოფილხარ, ალბათ ხვდები რომ არარაობა ვარ, ისეთი პიროვნებავარ რომელიც არავისთვის აღარ არის უკვე გამოსადეგარი, ვადაგასული ადამიანი ვარ, ყველა ადამიანს აქვს ვარგისიანობის იარლიყი არტყმული და მე ძალიან ადრე გამივიდა ვადა, უბრალოდ მე არ მინდა მივხვდე ალბათ ამ ყველაფერს და ასე ყველასათვის გასაგები არმინდა გავხადო ეს ყველაფერი. უბრალოდ მეცინება, მე რომ გავბედე შენი შეყვარება, მეცინება ამ ყველაფერზე რადგან შენ ხომ მზისსადარი ხარ, შენ ხომ მთვარე ხარ რომელმაც ჩემს ვითომდა უმანკო სულზე ყველაფერი იცი, შენ ინახავ ჩემს ყველა საიდუმლოს, ალბათ მხოლოდ შენ იცი ანდაც ამ წერილის წახითხვის შემდეგ გეცოდინება, რომ შუაღამისას მარტო დავხეტიალობ უშენო ქუჩებში და ჩემეული შენობით ვავსებ, თითქოს შენ დამყავხარ ყველგან და თითო თოთოდ გტოვებ ყველა ქუჩაზე, რადგან როცა გამოვივლი იქ დამხვდე და თავი გამახსენო, თითქოს ბევრი ხარ და ამ სიბევრის გაერთიანებას ვცილობ ჩემს თავში, ვცდილობ გაგამთლიანო და ერთსულად გაქციო ჩემში მაგრამ არც ისე კარგად გამომდის ეს ყველაფერი, რადგან, შენ მზე ხარ და მთვარე. ახლავ ვწერ და ვფიქრობ რომ ადამიანმა (და არა მე) რაც არუნდა სიტყვებით შეფუთოს ნებისმიერი ურთიერთობა ამ სიტყვებს არანაირი ფასი არ ექნება რადგან, ეს ხომ მხოლოდ სიტყვებია, თუ რეალურად გიყვარს შენ უნდა შეგეძლოს მისთვის მსხვერპლის გაღება, შენ უნდა შეგეძლოს შენი სიცოცხლის ჩუქება და ეს იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი და ყველანაირი გრძნობისა და ყველანაირი ურთიერთობის ახსნისა და დასაწყისის იმდენად მყარი არგუმენტი რომ არაფერს არ შეეძლება მისი განადგურება და გაქრობა, შენ უნდა შეგეძლოს ადამიანისთვის იმის მიცემა რასაც სიტყვებით და გადატანითი მნიშვნელობებით ვერასდროს ვერ დაანახებ, უბრალოდ შენ უნდა შეგეძლოს ეს და მაგ შემთხვევაში იქნები იმის ღირსი რასაც ითხოვე, მე ჩვეულებრივი ნაგავი ვარ იმ მრავალ ნაგავს შორის რომელიც შენმა ღიმილმა და შენმა საოცარმა სულმა მოხიბლა, იმათგან არაფრით განვსხვავდები ვინც ერთხელ მაინც მოასწრო ჩაეხედა შენს უკიდეგანო თვალებში, დაენახა რეალური ზღვა და იმათაც მონდმებოდათ ამ ზღვაში შეცურვა ვისაც ცურვა არ შეუძლია და წყლის ეშინია, შენსთ თვალებში არასდროს არ წარმომიდგენია შავი ზღვა,კასპიის ზღვა,ხმელთაშუაზღვა ან ნებისმიერი სხვა რადგან, შენს თვალებში დანახული ზღვა ყველასგან განსხვავებული ჩანდა, ისეთი იყო, რომლის ტალღებიც არასდროს არ შეგაშინებდა და თავისუფლად და მარტივად ჩაყვინთავდი მათში მაგრამ, შენ არ იცოდი რომ ისინი არასოდეს აღარ დაგაბრუნებდნენ ხმელეთზე დაგტოვებდნენ იმ მრავალფეროვან და მიუვალ ადგილას სადაც იყავი, შემდეგ უნდა დაგეწყო მისი ქება და დიდება უნდა გევლო და გეარა მისთვის უნდა გაგეგო მათი ტკივილის მიზეზი და გაგენკურა ყოველ ცრემლის წამოსვლაზე ხელში ტილოთი უნდა გეპრიალა მათი სანაპიროები და უნდა გეცადა არასდროს დახუჭულიყვნენ, ზუსტად ამ მორევში შევცურე მეც და დღესაც იქავარ ,დღესაც იქავარ მაგრამ უშენოდ, რადგან, ამჯერად (შენობა) ყველაფერს მირთულებს და ვგონებ რომ შენ გეეჭვება რომ მე ლეგალურად მოვხვდი შენს თვალებში, ალბათ რომელიღაცა ტერორისტი გონივარ რომელიც მაგ თვალებთან ერთად ფიქრობს თავის აფეთქბას და სულ ალაჰაქბარების ძახილით სურს თან წაგიყვანოს მის ჯენეთში მაგრამ არა, მე ერთი ხელებდაკოჟრილი და თვალებ ჩამომჭკნარი ბავშვი ვარ რომელმაც შენი უმანკო სულის გარდა ვერსად ვერ პოვა თავშესაფარი,უბრალოდ მეცინება როცა ვიხსენებ და ვფიქრობ იმ ყველაფერზე რაც ამ წუთას ჩემს გონებაში ხდება, ეს ხომ სრული აბსურდია, ეს ხომ ვერასდროს ვერ წარმომედგინა, მაგრამ, რას ვიზამ ზოგჯერ ესეც ხდება და ეს ყველაფერი ჩემი უკეთური ბედის ბრალია, ახლა მახსენდება ზუსტად არვიცი ვის, მაგრამ, ვიღაცას ეწერა, რომ ადამიანი როცა ბაღში შედის, ის ყველაზე ლამაზ ყვავილს არჩევს და მას წყვეტს, მეც ასე შემოვედი ამ სამყაროს ბაღში და შენ მოგწყვიტე მაგრამ ჩემში მოგწყვიტე და არა სხვაგან, მაგრამ , ამ დროს არა ჩემში არამედ შენში შეწყდა ჩემი არსებობის ყველა წყარო, ო როგორ მენატრება თითოეული შენს მიერ წარმოთქმული ბგერა და სიტყვა, ის ხომ ყველაზე ტკბილი და თბილი სიტყვები იყო რაც კი შეეძლო ადამიანს ჩემთვის ეთქვა, მაგრამ წავიდნენ და გაქრენ, გაქრენ როგორც დატოვებული სიგარეტი ჩემს საფერფლეზე, როგორც ჩამწვარი ასანთის ღერი, როგორც მე. ეს ყველაფერი სიგიჟეა, ისეთი სიგიჟეა რომ არც მე და არც შენ არ დაგავიწყდება შენი სიცოცხლის განმავლობაში, ალბათ კარგი სიგიჟეა ან ცუდი და ასევე ალბათ შეამჩნევ კითხვის დროს ცვლილებებს და რაღაც ხარვეზებს ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის, ეს გენიოსების ბრალია : ბახის შოპენის და ვივალდის ბრალია სუყველაფერი, მათ გადამიყვანეს ჭკუიდან, ისინი ცდილობენ ყოველ საღამოს ჩემი სიგიჟის დაფარვას მათი სიგიჟით, რაც ძალიან კარგად გამოსდით და ბადალი არჰყავთ ამ საქმეში. ახლა მხოლოდ ერთადერთი მიზანი დამრჩა შენთან მოვიდე და ყველაფერი ხუთიანზე ჩაგირაკრაკო და ალბათ ეს ყველაფერი უკვე მოხდა ახლა როცა ამას ვწერ ჯერ არ შეგხვედრივარ და როცა გადმოგცემ ამ წერილს აუცილებლად გვეცოდინება ჩემი განაჩენი, ახლა კი როცა ამ შეხვედრაზე ვფიქრობ ვხვდები რომ ამ დროს მე ყველაზე ბედნიერად და სიხარულით ახსავსე უნდა ვიყო მანამ სანამ შენ დამემშვიდობები და წახვალი იქ სადაც მე ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ მოვალ, ეს იქნება მე და შენი ბოლო შეხვედრა, ეს იქნება ბოლო გამონათება შენი თვალების ჩემს თვალწინ,როცა მაგ შეხვედრაზე ვფიქრობ ხელები მიოფლიანდება და სულში მაციებს, რაღაცების იმედი დღემდე შემომრჩენია რომლებაც ვერანაირად ვერ ვაქრობ,რაღაც მოლოდინები გამაჩნია იმის რომ შენ დაფიქრდები მაგრამ ყველაზე მეტად მინდა რომ მოლოდინი არ მქონდეს ამ ყველაფრის, რადგან მოლოდინი ყველაზე ცუდი რამ არის ამ ქვეყანაზე, რადგან როცა ადამიანიდან რაღაცას ელი და ის მოლოდინს გიცრუებს შენ თავს დამარცხებულად თვლი მაგარმ არა ჩემს შემთხვევაში, როცა შენ ჩემგან სულ სხვა რაიმეს მოელოდი და სულ სხვა რამ მიიღე „ბოდიში მისს“, შენ ყველაზე მეტი გარდაქმნა მოახერხე ჩემში დღემდე უღმერთო გგონივარ მაგრამ შენმა თავმა მაპოვნინა ღმერთი მაგრამ ამ ყველაფრის აღიარების მრცხვენია, არვიცი როგორ უნდა ავუხსნა ადამიანებს ეს ყველაფერი და განსაკუთრებით იმ ხალხს რომლებიც ჩემთან და შენთან ახლოს არიან, ისინ არიან ძალიან კარგები და ამასთანავე ძალიან საშიშები ამ ყველაფრისთვის მაგრამ, მათ არშეუძლიათ წამში დაშალონ და გააქრონ ეს ყველაფერი რაც მე ოთხი წლის განმავლობაში ვაშენე ჩემს საკუთარ მეში, რასაც მე ოთხი წელი შევალიე და ამ ყველაფერმა გადამადებინეა ყველანაირი საქმე, უკვე მეორე ხარისხოვანი ხდებოდა ჩემთვის გარდა შენთან დაკავშირებული ყველა საქმისა, არმინდა სისულელედ ჩამითვალო ეს ყველაფერი მაგრამ რთულია ჩემს გვერდით მყოფმა ადამიანებმა ჩემთან ერთად იგრძნონ თავი ადამიანებად,რთულია ჩემს გვერდით იყვნენ და ამ ყველაფერს შეეგუონ, რთულია ჩემს გვერდით იყვნენ და შენ გესაუბრებოდნენ, ახლა ის დროა როცა შენი მონატრების და შენი სრულყოფილების აღქმის ცრემლები მადგება და ვსვამ წერტილს. ახლა უკვე ისე ვარ ვერანაირად ვეღარ ვფიქრობ და არც ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ შენთან მოვიდე, მოვიდე და გავაკეთო ის რაც გაგაბედნიერებს, სხვა არაფერი არ დამრჩენია,ყველაზე მეტად ერთი რამ მინდა, პასუხი იმაზე რასაც შენ გწერ ახლა და გთხოვ არასოდეს არ შეგეპაროს ეჭვი ჩემს გულწრფელობაში უბრალოდ მეშინია,მეშინია რადგან ვიცი რომ გამიქრები,ვიცი რომ დამეკარგები და არმინდა ასე მოხდეს,არაფერი მაქვს დასამალი და მითუმეტეს შენთან, ახლა აღსარებას ვწერ და სულის ზიარებას შენგან მოველი, ეს არც პლატონურად ჟღერს და არც ტოტემურად,ეს არის ის რისი თქმაც შენთან და შენი თვალების წინ ვერ მოვახერხე, კიდევ ერთხელ გიმეორებ ეს შიშია და სხვა არაფერი შიში დაკარგვისა და არამარტო დაკარგვის, სიცარიელის რომელიც შენ კარგად მოგეხსენება რომ, ვერასოდეს ვერაფერი ამოავსებს და დარჩება სამარადისოდ ცივი და ამოუვსები,ისეთივე საშინელი როგორც ფსიქიატრიული კლინიკა, იმასაც ვერ ვახერხებ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოხატულება შენს მიმართ, ეს ხომ წარმოუდგენელია, ამ ყველაფრის ახსნა კი გაცილებით წარმოუდგენელი, მგარამ, მჯერა როცა საკუთარ თავთან დარჩები შენ კარგად შეგიძლია, ეს ყველაფერი უკეთესად და გასაგებად აუხსნა საკუთარ თავს, დიდიხანია ამ ყველაფერზე ვფიქრობ და ვიცი საით მიმიყვანს ეს გზა, კარგი ან ცუდი შედეგის შემთხვევაში, ვიცი რომ ყველა ბილიკი მყარი იქნება მაგრამ გააჩნია ეს ბილიკები საით მიდიან, მოგეხსენება გუშინ როგორც გითხარი არ ვაპირებ არსად გადახვევას და თუ შენ შეამჩნიე რომ მე სადმე ვუხვევდი ეს ილუზია იყო და სხვა არაფერი, არცერთი წამით არ შემპარვია ეჭვი იმაში თუ რამდენად სწორი ვიყავი საკუთარ თავთან, არცერთხელ არ მიფიქრია იმაზე თუ რამდენა მართალი იყავი შენ და ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვწერ, ამყველაფერს და ამდენს რომ ყველაფერი ჩავატიო და აგიხსნა ან ვცადო მაინც ახსნა იმის რომ, მთლად უღმერთო კაცი არავარ და ეს ყველაფერი სიყალბე არ არის, ვცდილობ ჩემს სიწმინდეში და ჩემს რწმენაში ჩაგახედო და დღესაც არვიცი ეს შენ გაინტერესებს თუ არა, შეიძლება ეს სრული აბსურდია შენთვის, შეიძლება არც კი წაიკითხო მაგრამ მე მაინც ვცადე, ცდას ხომ არაფერი არ უდგას წინ, არასოდეს გქონდეს ეჭვი იმისა რომ ჩემს უკან რაღაც ან ვიღაც იმალება, არასოდეს შეგეპაროს ეჭვი იმაში რომ ღმერთს ვხედავ, აქამდე იმიტომ არ გეუბნებოდი ამასთან დაკავშირებით რაღაცებს რომ არ შემეძლო ისევ იმდენად დიდ ტკივილს შევგუებოდი როგორებსაც რამოდენიმე წლის წინ. ვფიქრობ ეს წერილები შენში იმდენად დიდ ზიზღს გამოიწვევს ჩემს მიმართ რომ, ალბათ მთლი ცხოვრება ვეღარ მაპატიებ ამ ყველაფერს,მაგრამ, მე ეს დიდად არ მაინტერესებს შენ რას მაპატიებ და რას არა, მთავარი ის არის რომ შენ ეს უნდა იცოდე და გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება, უღრუბლო ცასაც დავინახავთ, სავსე მთვარესაც, ვარსკვლავებსაც და ამოფრქვეულ ვულკანსაც, გაცილებით უფრო მსუბუქი და საყვარელი მოგვეჩვენება ეს დაწყევლილი დედამიწა. ხომ გეუბნებოდი ვიოცნებოთ მეთქი, ხომ გეუბნებოდი შეეშვი ამ წყეულ რეალობას, რომელსაც არმოაქვს სიკეთემეთქი, რატომ არ გამიგონე? რატომ არ დამიჯერე? ახლა ხომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ჩვენს თავზე ჩამოვარდნილ ვარსკვლავებში ვიბანავებდით მაგრამ, რადგინდა არ დამიჯერე და აიტეხე ეს წყეული რეალობა, ახლა კი იქ ვართ სადაც რეალობას მივყავართ და ოთახის კუთხეებში ვზივართ და ვიგონებთ ჩვენს საუკეთესო მომენტებს და ცრემლებთან ერთად ვაცილებთ ყველა მოგონებას, ეს ყველაფერი სისულელეა ამ წყეულ სამყაროში, წმინდა სიყვარული ვერ გაიხარებს და ეს შენ არ გესმოდა, არ დამიჯერე და ახლა ორივე კარგად ვხვდებით ამ ყველაფერს, წახვედი ჩემგან და წაიღე ყველა ოცნება, ახლა კი როდესაც ზეცაში ვიყურები ვარსკვლავები აღარ ვარდებიან, მათ მხოლოდ ყურები უწითლდებათ და განიცდიან ამ ყველაფერს მაგრამ, არაფრით არ ვარდებიან, არანაირი მუქარა და არანაირი ყვირილი არ ჭრის მათზე, ისინი მაინც შენსკენ მოდიან და იკეტებიან შენში. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ისევ ნათდები ჩემში და კვლავ ვაგრძელებ შენზე წერას, არვიცი რამ გამახსენა შენი თავი, მიუხედავად იმისა რომ არასოდეს დამვიწყებიხარ, უბრალოდ შენი წასვლის შემდეგ ჩემში სულ ცოტათი გაიზარდა სიმშვიდე, მშვიდად ვიყავი რადგან ვხვდებოდი რომ, ვეღარ შემხვდებოდი ვერცერთ ქუჩაზე და ეს ყველაფერი ვეღარ გამოიწვევდა ჩემში ფიქრისა და პულის აჩქარებას, ახლა ბალიშზე თავი უფრო მშვიდად მედო, მაგრამ, კიდევ გამოჩნდი და ამ ყველაფერმა ისევ მომცა იმის იმედი რომ, შენ ოდესღაც მაინც დაბრუნდები საბოლოოდ და შენგან მე მივიღებ იმას რასაც, ვერასოდეს წარმოვიდგენ და მითუმეტეს ვერასოდეს ვერ დავწერ ამ უკვე ფიქრებით გაშავებულ ფურცლებზე, ისევ მაწუხებს ის ფაქტი რომ ჩემში ეჭვი გეპარება და არამარტო ჩემში არამედ, ჩემს სიმართლეშიც და გულწრფელობაში, მაგრამ, არმიყვარს ადამიანები რომლებიც, გამუდმებით რაღაცას ამტკიცებენ, ასე რომ, არც მე არ ვაპირებ შენთან მოსვლას და რაიმის დამტკიცებას, რაიმის ახსნასა და განმარტებას, მე გამუდმებით მარტო ვიჯდები ჩემს ბუდეში და მხოლოდ საკუთარ თავთან მექნება კამათი, ვეკამათები იმაზე რომ ლაჩარი და მშიშარაა, იმაზე რაზეც შენ გეპარება ჩემში ეჭვი, იმაზე რომ ვერავისგან ვერაფერი ვერ დაიმსახურა ვერასოდეს, იმაზე რომ თავისი რეალობა მუდმივად მასკარადს გავს და მხოლოდ მისი ბრალია ის რომ ყველას ნიღბიანი კლოუნი გონია. არვიცი ვის რა ჯანდაბად შჭირდება ეს სისულელეებით გატენილი ფურცლები მაგრამ, სხვანაირად არ შემიძლია შენთან კომუნიკაცია და შენც კარგად იცი რომ შენს დანახვაზე ენა მებორკება, თავს გარიდებ და მერე... მერე უკვე შენ აღარაფერი არიცი, არიცი რომ ქუჩის კუთხეში გავრბივარ და გაუფლილი ხელის გულებით თმებს ვიჩეჩავ, ვიწყებ ფიქრს და მთელ დღეს ამ ფიქრში ვკარგავ, შენზე ფიქრში, თუმცა უფრო უკეთესზე რაზე უნდა დახარჯო ადამიანმა დრო თუარა შენზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი