უსათაუროდ


უკვე ოთხმოცი წლის ვარ, ჯერ კიდევ არაფერი გამეგება ამ ყველაფრისა,არაფერი გამეგება ამ ცხოვრების და ვერაფერსაც ვეღარ
ვხვდები უკვე,მთელი ცხოვრება სიყვარულს შევალიე მაგრამ არაფერ არ გამოვიდა,დღესაც ვერვხვდები რა არის სიყვარულ,დღესაც ვერ
ვიაზრებ როგორ შეიძლება სიყვარულმა სიძულვილი გამოიწვიოს და არმესმის არც იმის როდესაც ადამიანს ეუბნები ისეთ სარისკო სიტყვას,
როგორიცაა "მე შენ მიყვარხარ" და ელოდები რა რეაქცია ექნება ელოდები მას,გაუხარდება ეს თუ არა? არვიცი მე ეგამბები უკვე გადამავიწყდა და 64 წელია 
უკვე "მიყვარხარ" არავისთვის არმითქვამს გარდა საკუთარი გულისა,რომელიც მემგონი უკვე აღარმაქვს.
სისულელეა შენდგე შინაარსის მქონე ფრაზები : "გული არბერდება", "სიბერე ტკბილია", "დრო ყველაფრის მკურნალია" , "დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს",
და ასე შემდეგ, ალაბათ ამით ისადამიანებ იმშვიდებენ თავს ვისაც არ გაჭივრებია,ვისაც არ უნახავს სიბერე და ვისაც არ ყვარებია, ადამიანებს 
გულის სიღრმეში ეშინიათ სიბერის,ეშინიათ ბედნიერების უბედურებაზე მეტად და ეშინიათ სიყვარულის უსიყარულობაზე მეტად, ყველაფერ 
გაცილებით რთულადაა, მე ახლა იმ ასაკშივარ როცა ბევრი რამ მინახავს,მაგრამ არაფერს არმეკითხებიან,ვის რაჩემ ფეხებად უნდა ჩემი აზრები
და გაფრთხილებები,ყველას თავისი გზა და ბილიკი აქვს.
მე ალბათ 16 წლის ვიქნებოდი,როცა ქუჩაში ერთმა გოგომ ჩამოიარა,ჩამოიარა და აღარ გამოჩენიალა ალბათ ღრუბლებს გაყვა შორეულ მზისკენ,
დიდად არ მხიბლავს ამ მხატვრული სისულელეების გამოყენება მაგრამ აქ ჩაჯდა ალბათ,სინამდვილეში კი ჩემი სოფლელი იყო,ჩემს მახლობლად
ცხოვრობდა და ხშირად ვხედავდი თან ახალ გადმოსული იყო ჩვენს სოფელში,მე უბრალო კაცის შვილი ვარ, ისეთი უბრალო კაცის რომ მისი
სახელი არავინ არიცოდა,ჩვენ სხვები ვიყავით ყოველთვის ცალკე და მარტო ვცხოვრობდით ახლაც ასე გრძელდება როგორც ადრე,ის კი დიდი
კაცის შვილი იყო დიდი კაცის,ალბათ ვინმეს მის გვერდში რომ დავენახე მეორე დღეს მეც და მამაჩემსაც ჩვენი მეზობლები ერთი კაი მაგრად 
შემოგვარტყავდნენ და გაგვიშვებდნენ,მაგრამ ვხვდებოდი რომ რაღაცას ვგრძნობდი,არასდროს არმიყვარს რაღაცა ურთიერთობებზე და 
გრძნობებზე სახელების დარქმევა, ამიტომაც მე ვგრძნობდი არა სიყვარულს არამედ სურვილს ჩემში, მისი ბედნიერებისა,ყოველთვის მინდოდა
გაღიმებული სახით და ბედნიერებით ახსავს შემხვედროდა სადმე ქუჩაში, ასე ვფიქრობდი და ასე მინდოდა 64 წელი და ის მაინც ჩემს გარეშეც
ახერხებდა ამას, ყოველთვის მინდოდა მისთვის მეთქვა მეც შენ მიყვარხარ მაგრამ ვერასდროს ვერ ვბედავდი ამას,იმიტომ ვერ ვბედავდი
რომ მაშინ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე უფრო მნიშვნელოვანი მეგონა სიცოცხლე და იმიტომ ვერ ვბედავდი რომ მეშინოდა, 
ამ ყველაფრის შემდეგ განვითარებული მოვლენების,მეშინოდა რომ ვერასდროს ვეღარ დავინახავდი მას.
ჩვენ ადამიანები არაფერსაც არ ვეგუებით,თქვენი არვიცი მაგრამ, მე არაფერსაც არ ვეგუები,ყოველთვის მარტყავენ ზურგში ტყვიას,ერთხელაც
კი არაუცილებია ჩემთვის არავის ერთხელაც კი,მაგარმ კვლავ ვაგრძელებ გზას,ზურგში ნასროლი ტყვია კაცს ვერაფერსაც ვერ გიზავს,
მთავარი ტყვია იქ უნდა მოგხვდეს სადაც ყველაფერი ერთად გაქვს შეტენილი,ძველ კარადასავით და საბოლო ტყვია მე უნდა ვესროლო თავს,
მე დავიწყე ეს ყველაფერი და მე უნდა დავამთავრო. ჩვენ ადამიანები ცხოველები ვართ,არავის არ შეუძლია მოგაყენოს ისეთი ტკივილი როგორიც
ადამიანს,ადამიანები ბოლომდე დაგხარჯავე,ჯერ გადაგშლიან და წაგიკითხავენ,მერე ამ ყველაფერს ლექსივით დაიზეპირებენ და ბოლოს 
საჯაროდ ცხვირწინ წიგნიდან ამოგლეჯილი ფურცლებივით აგიფრალებენ.ჩვენ გამოგვიყენეს,არ გაგვაფრთხილეს რომ სამყარო ესეთი სასტიკია,
ღმერთმაც არაფერი გვითხრა და აქეთ გამგვდენა ყველანი,მე კიდე ახლა ვზივარ ჩემს გატიტვლებულ ეზოში სადაც ჩემი დარგული ყველა ხე
გახმა და ველოდები სიკვდილს, - ღმერთო აქვარ გესმის ჩემს გატიტვლებულ ეზოში,ჩემს გაკეთებულ ჯორკოზე ვზივარ,რადგან ასე ვამჯობინე
და მართლა თუ არსებობ გელოდები, მოდი და წამიყვანე თუ შეგიძლია. შარშან 112-ში დავრეკე ღმერთი დამეკარგა და დამეხმარეთ მის პოვნაში მეთქი,
მასხრად ამიგდენ,ბევრი იცინეს და გამითიშენ,ნუთუ არავის შეუძლია შენი თავი მაპოვნინოს თორე უღმერთო კაცი ცოდოა, მითხარი სად მოვიდე და 
იქ მოვალ,მანამ დაგელოდები სანამდეც სული მიდგას,ოღონდ მითხარი სად ხარ ? ვიცი რომ მოგგკლეს თანაც აღარ ვიცი მერამდენეჯერ,მერამდენე
ადამიანში,მერამდენე ადგილას. 
ის გოგო? ჰო იმ გოგოში იყო ჩემი ხვალინდელი დღე რომელიც აღარ გაათენეს და ის ღმერთიც რომელიც მომიკლეს,მათ ღმერთი ჩემში მოკლეს
გესმით? არაფერია ამათგან გამორიცხული, 64 წელი ფიქრში გავატარე თუ რატომ? არვიცი რატომ,არვიცი რისთვის ღირდა ეს ყველაფერი, მაგრამ
ველოდი,ველოდი დილის 9 საათზე რომ კარებს შემოაღებდა,ველოდი ღამით 4 საათზე რომ კარებს შემოაღებდა და ასე უბრალოდ ვიჯექი და 
ველოდი მაგრამ "არამცდა არამც და არამც" ჩემი სახლის კარებიც გაფუჭდა,მეც გავფუჭდი და ყველაფერი მოიშალა ამ ქვეყანაზე ზუსტად მაშინ 
როცა რაღაცას ველოდი,მაშინ როცა გათენება მიხაროდა და მაშინ როცა უბრალოდ ჩუმად ვიყავი და ამ ყველაფრით ვტკბებოდი,ღამით როცა ვიჯექი
და მას ველოდებოდი,მოვიდნენ და კარები შემოამტვრიეს,ყვირილი და ხმამაღალი საუბარი დაიწყეს,ყველაფერი დაამტვრიეს,მცემენ და წავიდნენ
ასე დაარღვიეს ჩემი სიჩუმე,ასე გაახმს ჩემი დარგული ყველა ხე და ასე გამიფუჭენ ჩემი სახლის კარებიც,წავიდნენ და დატოვეს სიცარიელე 
რომელიც სავსესთან შედარებით უფრო მძიმეა,უფრო რთულად ასატანი და ჩასატანი ქვემოთ,რომელიც გამძიმებს,ტვინს გიხარშავს და ვერაფერსაც
ვეღარ ფიქრობ ან ყველაფერს ფიქრობ,გინდა გაქცევა მაგრამ სიცარიელე ჩრდილებივით მოგდევს,არასდროს გტოვებს საკუთარ თავთან მარტო,
არასდროს მიდის შენგან და არასდროს არის შენთან ერთად,სიყვარული ეს მართლა ნიჭია და არაფერ შუაშია აქ ჰორმონები და ბიოლოგიური 
სისულელეები,აქ უფრო გულია მთავარი რამდენად ღია დატოვე გასანიავებლად და შენ წადი,მთავარი ისაა თუ ვინ შევა ამ გულში და ვინ
წაიკითხავს დროთა განმავლობასი კედლებზე,აგურით მინაწერ ფრაზებს,ვინ რას დატოვებს, თორემ ყველამ ვიცით რომ იქ არავინ არ რჩება,
ყველას სადღაც ეჩქარება და ამიტომაც ყველა გარბის.
გუშინ სოფელში კივილი ატყდა,მე როგორც ყოველთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია,იმიტომ რომ დამიკიდებდნენ მაინც,ხოლო დილას როცა
წყლის მოსატანად წავედი დავინახე რომ იმ გოგოს ჭიშკარი ღია იყო და ყველა ტიროდა მას,მე უცებ გავშეშდი და ენა ჩემივარდა,იმ დროისთვის 
გავქრი და წავედი აქედან,არვიცოდი რამექნა, -მე მოვკვდი. ჩემმა სიცოცხლემ სული დალია და წავიდა დამტოვა აქ მარტო,უგულოებთან,სულელებთან
და მასხარებთან.
- მითხარ სად წადი?საით გეძებო?როგორ გამოვინკლიო გზა შენამდე?როგორ მოვიდე მაქ ? მითხრა დროზე ? მითხარი მეთქი?
რაღა მეშველება ახლა უშენოდ? ხმა ამოიღე მეთქი,ვიცი რომ უკვე ვარსკვლავიხარ,მანიშნე რამე.
ამას ჩემთვის ვბუტბუტებდი გულში და არავის ესმოდა მისი ტკივილი,ჭურჭელი ძირს დავდე და სახლში გავიქეცი,თოკი მოვძებნე და მერე 
აღარ მახსოვს.
ასე იწყება ყველაფერი და ასე სრულდება,ასეთები ვართ და ვერ შევიცვლებით,მიწა ვიყავით და მიწა ვიქნებით,ალბათ არავის არ შეუმჩნევია ჩემი ლანდი 80 
წლის განმავლობაში,არც მინდოდა რომ ვინმეს შევემჩნია, მაინც არმქონდა მისი თავი,მხოლოდ ერთი რამ მახარებს მე შევძელი რომ ის 
შემეყვარა,მიყვარდა და ასე გაგრძელდებოდა რომარა სიკვდლი შავი და ცივი,სასტიკი და დაუნდობელი,ცხოვრება მხოლოდ ტანჯვაა და სხვა ააფერი,
ყველაზე ცუდი სიტყვა კი "მიყვარხარ" ასე გრძელდება და გაგრძელდება კიდეც მაგრამ ამას ვერავინ გაიგებ,სიყვარული კი ტანჯვას იწვევს
ანდაც პირიქით.
"მე შენ არასდროს არ მყვარები ხარ და ვერც შეგიყვარებ რადგან ჯერ ასე არ შემძულებიხარ".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი