"ჩვენ ადამიანებს ჩარჩოები არ გვჭირდება"
ყოველ ღამე ვიღვიძებ,ვდგები, ვიცმევ პალტოს,ვიხურავ ქუდს და გავდივარ სახლიდან. არასდროს ვიცი საით მივდივარ,მაგრამ მხოლოდ ერთი რამ მესმის,ყვლა ადამიანი უნდა იღვიძებდეს ღამით და მიდიოდეს იქ სადაც სიმარტოვეა,სადაც არავინ ელის და მხოლოდ სივრცეა. როდესაც სახლში ვბრუნდები,ხელში ვიღებ სურათს და მთელი ძალით ძირს ვანარცხებ,შემდეგ თავს მაღლა ვწევ,ზეცას შევყურებ და ხმამაღლა ვყვირი "ადამიანებს ჩარჩოები არ გვჭირდება" შემდეგ ტირილს ვიწყებ,ვჯდები ბაბუაჩემის გაკეთებულ სკამზე და ჩემთვის ვბუტბუტებ "შენ ხომ არა გაქვს საზღვრები,შენ ხომ არახარ ჩარჩოში". მე შევიცვალე გავხდი ისეთი როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი,ახლა ჩარჩოებში აღარავარ,თავისუფალი გავხდი,ქუჩაში როცა გამოვდივარ ხალს უხარია ჩემი დანახვა,ყველას ვუყვარვარ,მათ ზედმეტსახელიც კი შემარქვეს "გიჟი". ეს ჩემი ახალი სახელია,მე არვიცი რას ნიშნავს მაგრამ ვიცი რომ ცუდი არაფერი არიქნება ამაში,ადამიანები რომლებიც იცინიან ისინი არასდროს ფიქრობენ ცუდზე. ერთ დღე როდესაც ქალაქის სკვერში ჩემი მეგობრის თხოვნით ერთ-ერთ ცეკვას ვასრულებდი,ჩამოიარა ერთმა გოგომ,გავშეშდი,თვალები მივაშტერე და ცეკვის ტემპს ვუმატე,თითქოს ვიძირებოდი და ფეხებს უფრო და უფრო მაგრად ვურტყამდი მიწას,მან კიდე ჩაიცინა და გაიარა,მე დავჯექი და ხელებით წყლის ზედაპირზე გემის იმიტაცია დავიწყე,თითქოსდა იქ მივდიოდი სადაც ის გოგო თითქოს ამ გემს იქი მივყავდი სადაც სიცოცხლეს უხაროდა ეს გოგო. სამი დღე არ გამოჩენილა და სამი დღე არცერთი ადამიანის თხოვნა არ შემისრულებია,უბრალოდ ქუჩაში დავდიოდი და ვარსკვლავებს ვითვლიდი. -ძვლივს ასზე ავედი და სამი უკვე ჩამოვარდა ფოკუზნიკია მემგონი ეს ჩემისა,მაგრამ რადგინდა ამ აოხრებულ ქალაქში ოცნებასაც კი არ დაგაცდიან ან კიდე შიძლება კაცმა მთელი ღამე ვარსკვლავები ითვალო?! დილას გაღვიძებისთანავე ნერვები მომეშალა, - წადი რა,წადი შეკაცო,რას მიდგახარ აქ ყოველ დილით დარაჯივით,წადი და იმ გოგოს ახარე გათენება,იმიას უბრიალე თვალწინ ეგ შენი სხივები. ქუჩაში გამოვედიდა ღმერთო ჩემო ამას რარვხედავ,კაი ჰო ხალხნო მთლად ეგრეც არ ყოფილა, ქუჩაში გამოვედი ა რასვხედავ და იმ გოგოს,მეკიდე თვალები შუბლზე ამივიდა რო იტყვიან,არდა თვალები შუბლზე როგორ უნდა აგივიდეს ა მერე ასეთ სისულელეს სიჭკვიანეში ჩაგითვლიან. არჩილი- უკაცრავად ქალბატონო,ერთი ქუთით შეიძლება? X- გიჟი მაკლდა ახლა მეტი არაფერი. არჩილი- იცი მე შემიძლია გიმღერო,გიცეკვო,სხვისი დაწერილი ლექსები წაგიკითხო და უბრალოდ დაგეხმარო. X- ვერ დამეხმარები! არჩილი- ვცადოთ. და უკან მივზდევ ჩქარი ნაბიჯებით. X- გშია? გწყურია? თუ რაჯანდაბა გინდა ? არჩილი- მატერიალისტები შენსკენ მოიკითხე ჰაჰაჰაჰ. X- შემოხვალ თუ კარბი ცხვირწინ მოგიჯახუნო? არჩილი- ახლავე,ახლავე! შევედი სახლში,მაგიხასთან პატარა სკამი იყო,ალბათ ბაბუამისის გაკეთებული იყო და იმ სკამზე დავჯექი. X- ყავა თუ ჩაი? არჩილი- ერთი ჭიქა შავი ღვინო! X- რატო ამეკიდე დღეს? აბა რაგინდა? არჩილი- ლამაზი ხარ! X- ჰაჰაჰა არჩილი- მომწონს როცა იცინი! X- გიჟი ხარ! არჩილი - ვიცი,პალტოს ავიღებ და შემდეგში ერთად დაითვალოდ ვარსკვლავები. X- გიჟი ხარ მეთქი გამოვარდი სახლიდან და მთელი ქალაქი შემოვირბინე და ყველას ვეკითხებოდი თუ ვინ იყო გიჟი: შენ,შენ და შენ, სხვა აარაფერი უთქვამთ ბოლოდავიღალე და კიბეზე ჩამოვჯექი,ერთმა კაცმა ჩამოიარა. არჩილი- ძია,ძია ერთი წუთით თუ შეიძლება. Y- გისმენ შვილი. არჩილი- ვინ არის გიჟი? Y- ჰაჰ, ვინ და ვისაც მეტი თავისუფლება უყვარს, ვისაც ჩარჩოები არ იზიდავს და ვისთვისაც გზა ხსნილია. არჩილი- გმადლობთ. უცებ ცავიკეცე და ტირილი დავიწყე, რადგან ვეეაფერი ვერ გავიგე, რატომ არის თავისუფლება ცუდი? და რასაჭიროა ჩარჩოები? -იქნებ ეს ჩარჩოები იმისთვის გვჭირდება, რომ არ სოდეს გავიქცეთ, რომ არ გავექცეთ ამ უაზრო ცხოვრებას, მაშ ვინც გარბის სულელია?! ქუჩაში ჩემთვის მივდიოდი ხელები ზურგსუკან მქონდა დაწყობილი და ნელი ნაბიჯით მივაბიჯებდი,უცებ ვიღაცა კაცი მეძახის: გიგა- ჰეი მასხარა,მოდი აქ ! მეკიდე ყვირილით ვეუბნები და დასარტყმელადაც გავიწიე. არჩილი- არავარ მე შენი მასხარა და საერთოდაც თავი დამანებეთ, შემეშვით, გესმით? შემეშვით, ჭირს წაუღია ეგ თქვენი თავისუფლება და უჩარჩოობა, დამიბრუნეთ ჩემი ჩარჩოები და აქედან დაიკარგეტ. გიგა- შენ სულ შეიშალე? რადაგემართა? არჩილი- მეცმინდა თქვენსავით, თბილი სახლი და დიდი ოჯახი,არავინ არიცის რა დგას ზურგს უკან, არავინ არიცის რამხელა კედელია მე და შენს შორის. გიგა- წამოდი ჩემთან ცხელი ჩაი დავლიოთ და თან ვისაუბროთ, გთხოვ. არჩილი- მე ერთი ჭიქა შავი ღვინო. გიგა- კარგი. ნელი ნაბიჯებით გავუყევით გზას,სახლში არავინ დაგვხვდა,მხოლოდ მაგიდა, ფურცელი და საწერკალამი. გიგა- აჰა შენ ღვინო მეკიდე ჩაის დავლევ. არჩილი- მადლობა! გიგა- ახლა კი რა გჭირს? რა დაგემართა? არჩილი- აღარ შემიძლია სიცოცხლე, ამ აუტანელ ხალხთან ერთად, მეც მინდა მეგობრები და დიდი ოჯახი. გიგა- მერედა წადი აქედან სხვა ქალაქში, იქ გამოგივა რამე. არჩილი- არა დედაჩემს ვერ მივატოვებ! გიგა- მარტოა? არჩილი- ჰო, სულ მარტოა! გიგა- რამდენი წლისაა? არჩილი- 38-ის იყო რომ მოკლეს, სილამაზისთვის, ის ხომ მეტის მეტად ლამაზი იყო, ამ ქალაქში კი არშეიძლება ლამაზი იყო, გესმის? არ შეიძლება. გიგა- მამა სად არის ? არჩილი- მამა? ჰაჰ, მამას თავისი სამშობლო დაავიწყდა და სხის სამშობლოს შეაკვდა 45-ში. არჩილი- კარგი ახლა უნდა წავიდე მე, გვიანია, კარგად ბრძანდებოდეთ. გიგა- კარგად იყავით ბატონო, შევხვდებით კიდე იმედია. არჩილი- ვნახოთ ვნახოთ. ქუჩაში გამოვედი, ძალიან აცივდა, პალტო შემიკარი და გზას გავუყევი. -ჰო ეს ჩარჩოები და ჩარჩოები, სხვა არაფერი მიტრიალებს თავში,ალბათ ამ ჩარჩოების გარეშე ყოფნაც მაშინ შემერგება, როცა თვალებს დავხუჭავ და ვეღარ გავახელ,ისე რამდენი მოვლა და პატრონობა, გაზრდა და გაფრთხილება ჭირდება თურმე ამ სიკვდილს სანამ მოესწრები, კაცს შენს გემოზე სიკვდილსაც აღარ გაცდიან, ისე რაარის კიდევ ეს ჩარჩოები? ალბათ ჩარჩოები თავად ეს ხალხია და ამ ხალხის მოთხოვნები, კიდე სამშობლოს რომ თორმეტი შვილი უნდა დაუტოვო, გყავდეს ყველასათვის მოსაწონი ცოლი, გქონდეს კარგი სამსახური და სერიოზული სახით იარო ქუჩაში, აკეთო ის რაც არ გსიამოვნებს თორემ ხომ ხედავ არ მოსწონთ ამ ხალხს რასაც ვაკეთებ, ჩარჩოები ის არის რაც მიწასა და ცას ეთმანეთიგან ყოფს,ჩარჩოებია მთელი ცხოვრება უინტერესოებს რომ გვხვდის და ცხოვრების ხასიათს გვიკარგავს. უნდა დავიძინო ახლა. არჩილი- გამარჯობათ ბატონ გიორგი. გიორგი- გაგიმარჯოს შვილო. არჩილი- რახდება ბატონო გიორგი? გიორგი- არაფერი შვილი, მეზობლს რაღაცაზე მოხმარება ვთხოვე და სანამ თუმანი არ მივეცი არაფერი არ გააკეთა, გული მეტკინა. არჩილი- აჰა გასაგებია ბატონო,რას ვიზამთ დღეს ყველა ჩარჩოებშია ჩასმული, აი მაგ შენი მეზობლისთის ფული ყოფილა ჩარჩოები და სხვა არაფერი. გიორგი- რა ბრძანეთ ? არჩილი- არაფერი არაფერი ბატონო გიორგი, აბა შეხვედრამდე. გიორგი- ღმერთი შენსკენი შვილო! იმ ღამით სოფელში წავედი მეზობლები ვნახე და ერთი-ორი დღეც დავრჩი, თურმე მამაჩემის დარგული ხეც გამხმარა, არადა როგორ უყვარდა, ალბათ ვერ გაუძლო მარტოობას და გახმა ანდაც მე... ჩვეც ასე ვართ ადამიანები მარტოები ვხმებით მხოლოდ. დილით როცა ძია თენგომ ძროხები გარეკა, დავუძახე და თითო ბოთლი ღვინოც დავლიეთ. თენგო- რახდება შვილო ქალაქში? როგორ მიდოს საქმეები? არჩილი- რავიცი ძია თენგო ყველაფერი ძველებურადაა, ახალი მხოლოდ ჩარჩოებია. თენგო- რომელი ჩარჩოები შვილო? არჩილი- თავისუფლება ჩარჩოები და გზა რა. თენგო- აჰა, ვიცი მე მათი ჩარჩოები. არჩილი- რა ძია თენგო? რაიცი? თქვი მალე თუკაციხარ! თენგო- რავიცი და ჩვენ ადამიანები თავისუფლებად დავიბადეთ და ფავისუფლებად უნდა მოვკვდეთ. არჩილი- მერე ძიათენგო? მერე? თენგო- მერე ბევრმაც აირტყა ჩარჩოები და გისოსები, ბევრიც უინტერესო გახდა, ვევრმაც თავი ჩამოიხრჩო ამ ჩარჩოებში, აქ კი თავისუფალი ადამიანები ვცხოვრობთ. არჩილი- ყველა კაცო? ყველა? თენგო- ყველა არა შვილო, მხოლოდ ისინი ვინც კავკასიონის დანახვაზე ნერწყვს ვეღარ ყლაპავს და ტანში ჟრუანტელი უვლის, კიდევ ისინი ვინც ძლიერ წვიმაში ნელი ნაბიჯებით სოფლის გზაზე რომ დასეირნობს და კიდევ ისინი ახლად დაკვირტულ ვაზს რომ ესაუბრება და ლოყებზე კოცნის არჩილი- ეს ხომ "სიგიჟეა" თენგო- დიახ შვილო დიახ, რაგატირებს შვილო? " ჩვენ ადამიანებს ჩარჩოები არ გვჭირდბა" ჩვენ "ადამიანებს" გესმის? არჩილი- მესმის ძია თენგო მესმის. თენგო- ვენ კიდე "გიჟებს" სულელებს გვეძახიან, არადა სულელები თვითონ არიან თავისუფლების შეგრძნების გარეშე რომ ტოვებენ სიცოცხლე და მიყოლებით იხოცებიან, მაგაჩ შური და ბოღმაკლავთ, აბასიყვარულს და სიტკბოს , სიბერეს და თავისუფლებას მაგათან რაუნდა.ახლა წავედი შვილო. არჩილი - კარგად იყავი ძია თენგო ნახვამდის. დილით სოფლიდან წამოვედი, ქალაქში დავბრუნდი, თან უკვე მხრებგაშლილი და წელში გამართული, მაგრამ ის ამბავი მაინ მაფიქრებდა, რატო გახმა მამაჩემის დარგული ხე? ნუთუ მე... კაირგი დავივიწყოთ უბრალოდ გახმა. დღეს დედაჩემთან ვიყავი და როცა საფლავიდან წამოვედი, გარეთ შევნიშნე სასაფლაოს ახალ ღობეს უკეთებდნენ. -თქვე უბედურებო ამათ მაინც აცადეთ თავისუფლება,ამათ რაღაში ჭირდებათ აწინ თქვენი გისოსები და ჩარჩოები. დილას ქალაქში, ერთ-ერთ რესტორანში შევიარე,ღვინის დასალევად,უცებ ტელევიზორში გამოაცხადეს რომ რუსეთ საქართველოს ომი დაიწყოო, გაკვირვებული და შეშინებული გამოვარდი გარეთ, განა იმის სიკვდილის მეშინოდა არამედ სიკვდილამდე თავისუფლების დაკარგვის, მერე სოფელში გავიქეცი და ერთი ძირი წიფელი და ერთი ძირი მუხა დავრგე, მიწა შიშველუ ხელებით მივაყარე და გავიფიქრე: რაიცი ვის რაში გამოადგება მეთქი. გარეთ რომ გამოვედი ხალხ მრავლობა იყო, თურმე ძია თენგო მოხალისედ მიდის ჯარში, მეც უცებ გავემზადე და ქუჩაში გადავედი. არჩილი- ძია თენგო მეც მოვდივა! თენგო- არა შვილო, შენ აქ უნდა დარჩე! არჩილი- კარგი! მეორე დღეს გავიგეთ თურმე ქალაქისკენაც მოდიანო. არჩილი- ბატონო გიორგი ახალაი რა ისმის ? გიორგი- გუშინ ამ ღორებს ვენახში ამოუხოციათ ბავშვები და თენგოს ამბავი გაიგე ? არჩილი- რა ამბავი ბატონო გიორგი? გიორგი- ამ დილით მოუკლავთ ქალაქგარეთ. არჩილი- ღმერთო გეყოფა ამდენი თამაში! ეს რახდება ჩემსთავს. საღამოს გავიგე ის ქალი უნახავთ სახლში მკვდარი და უსირცხვილოდ მიტოვებული, თენგო ძიას კი წერილი დაუტოვებია: "ყოველთვის გახსოვდეს ჩვენ ადამიანები თავისუბლები გავჩნდით და თავისუფლადვე უნდა მოვკვდეთ, ტყვია გასროლამდე ჩარჩოებშია, შემდეგი სივრცეში, ყველა მიმართულებით მიდის, ახლა კი წადი, წადი და იცეკვე." ჩქარი ნაბიჯებით და აცრემლებული თვალებით ქალაქისკენ წავედი, ქალაქში ბტანკები შემოვიდნენ, ხალხი პანიკაში იყო ყველა სადღაც გარბოდა,ყველას გადარჩენა უნდოდა და შემდეგ ამ ჯოჯოხეთში ცხოვრება, მე კიდე რესტორანში შევედი, ერთი ჭიქა ღვინო და ვისხი, გარეთ გამოვედი და ქართულის ცეკვა დავიწყე თან დახუჭული თვალებიდან კავკასიონს ვხედავი, ღვინოს წვეთები თითქოს ცალობით ჩადიოდა ყელში და თან ცეკვას ვაგრძელებდო. -და ვიღრიალე "ჩვენ ადამიანებს ჩარჩოები არ გვჭირ..." ბრახ!!! ეს იყო ტყვია რომელმაც მაგრძნობინა,თუ რა არის თავისუფლება და უჩარჩოობა, ტყვია რომელიც ჩარჩოებიდან გამოვარდა და თავისუფლებას ჩემთან ერთად შეხვდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი