იავდედისა


რა უცნაურად მოპარულა ეს გაზაფხული.
სადღაც,ალიასკაზე უგზო-უკაცოს ლუდოვიკო გაუშლია,
სადღაც სოფლად მომაკვად დედაბერს უკანასკნელი სასუქი ჩაუყრია მიწაში,
მიწამ იგემა ეს თავხედობა, 
ხორბლისფერი გამხდარა დედაბრის ხელი და იმ წელსვე დაპურებულა ცხრავე ვაჟი. 

ავსებულაო ყველა ორმო, 
წყალი ვერ ეტევაო ჭაში,
სახლებს სულები მასპინძლობენ,
გაცოცხლებულა ყველა მკვდარი. 

შენ კი, დედაჩემო, 
სხვისი ჭიშკრისკენ რომ გადაგიგდია ძვირფასეულობა,
გგონია რომ მოულოდნელ ადგილებში ფხიზლდება ტვინი, შენი აივანი ნაცრად ქცეულა
მომლოდინედ სხვისი ნაკვერჩხლის. 
ასე დაძველდა ყველაფერი.

ახლა ზიხარ და...
ისე გადგას პაუზა ენის წვერზე,
სისხლია გეფიცები. 
ვინ ამოგაგდო გამჭოლი მზერიდან და მაქვს უფლება უკანასკნელი, 
მადროვე დეაჩემო,
ამ გასახმობ მაგიდაზე 
რამდენიმე  ნუშის თესლი დავყარო 
და დაგაჯერო ბაღი, სტუმრები.

ბრაილის კითხვით მთას მიაშურაო კაცმა, 
შენ კი პაუზა გაქვს ენის წვერზე.

რაც მთავარია, 
მუხის ძირას ცხოვრობ 
ბალახია თეთრი საბანი,
მიწამ სხვაგვარად იცის დაცინვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი