ბაქანი
რა უბადრუკია შორიდან თოვლის ფიფქები,რა უბადრუკია ჩემი ცხოვრებაც. Фери́т Орха́н Паму́к ჯერ კიდევ წინა ღამით დაწყებულ თოვას,არათუ ამინდის გაუმჯობესების ნიშან-წყალი ემჩნეოდა,არამედ,ძლიერი ქარიც თან დაერთო და "რამიანის"სადგურზე შეკრებილ ხალხს,გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.თოვდა მსხვილად,ლამის ვაშლის ტოლებად.აღარსად ჩანდნენ შავი,ფარშევანგივით თავმომწონე ღრუბლები,რომლებიც აქაურ ცას სილუეტივით ხატავს ხოლმე.სადგურის ტეროტორიაზე სამარისებური სიჩუმე იმეფებდა,რომ არა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი,რომლებიც იქაურობას თავიანთი შეძახილებით მოსვენებას არ აძლევდნენ.ბაქანთან ახლოს წრე შეეკრათ და ძვალ-რბილს არყით ითბობდნენ.დანამდვილებით შეიძლება ითქვას,რომ არც ქარი უშლიდა მათ ხელს და თოვა ხომ მითუმეტეს.გეგონებოდათ მიჩვეულნი ყოფილიყვნენ ამ წინააღმდეგობასთან. იდგენ,ხელებს ფართოდ შლიდნენ და ლაპარაკობდნენ,ერთი მათგანი გულის ჯიბიდან მათარას ამოიღებდა და მიყოლებით იყუდებნენ, ინაწილებდნენ. რომელსაც შედარებით გამომთვრალის იერი ჰქონდა, ამბობდა : "Да, несчастный"-,რაზეც სამივე წამით ჩაფიქრდებოდა და თავს აქეთ-იქით გააქანავებდნენ.ბოლოს კი,არყითა და დიდი სიყვარულით გაჟღენთილებმა,გუნდების სროლა დაუწყეს ერთმანეთს.ალკოჰოლის რაოდენობის სიმცირემ,გავლენა მაინც მოახდინა მათზე და ათიდან ერთს თუ მოახვედრებდნენ ფეხზე.ერთმა ორი ნაბიჯიდან ააცილა კიდეც და გვერდით მიმავალ ქალს გაარტყა,პირდაპირ მხრებზე.იმის ნაცვლად,რომ ქალს გაეღიმა ან უკეთეს შემთხვევაში,გუნდის სროლითვე ეპასუხა,წყევლით დაასაჩუქრა და გვერდით გადააფურთხა.ალბათ მას თავზე ერთი ფიფქიც არ დაეცემოდა,ყოველშემთხევაში ამის ღირსი ნამდვილად არ იყო. "რამიანის"სადგური,რომელიც ქალაქ ტალისის ცენტრში მდებარეობს,გარდა ამ ზეციური სილამაზისა,მომღიმარი და ჭორფლიანი ჭადრებითაც იწონებს თავს.გამოერევა აქა-იქ,რუსული ჯიშის ცამდე აშვერილი ხეები.თოვლში ჭადარი მკაცრად გამოიყურებოდა.თითქოს საიდუმლო ჰქონოდა.ხალხი ერთმანეთში ირევა და შემდეგ უფრო სწრაფად ცდილობენ მოძრაობას ბაქნამდე,სადგურის დერეფანს რომ შეაფარონ თავი.სიცივისგან აკანკალებულნი,პინგვინებივით ეხუტებიან ერთმანეთს და ცდილობენ საკუთარი სითბო გადასდონ.კუთხეში,ხის ძველებურ სკამზე,ერთმანეთის გვერდით სამი მოხუცი იჯდა,წინ ფეხმონგრეული მაგიდა ედგათ და მონაცვლეობით გაჰყვიროდნენ: "მიწისთხილი,მზესუმზირა" თვალშისაცემი იყო ახალგაზრდა წყვილი,რომლებიც მოვაჭრე მოხუცებისგან ოციოდე მეტრის მანძილზე ისხდნენ.ეს ოლეგ მიხაილოვიჩი და მისი მეუღლე გახდლათ,რომელსაც ექვსი წლის გოგონა კალთაში ეჯდა,ბავშვი დედის შარფს ეთამაშებოდა,ხან მის ბოლოებს თითებზე იხვევდა,ხანაც ხელისგულისოდენა თოჯინას დაიკავებდა და გულში იხუტებდა.შემდეგ ეს ყველაფერი ღლიდა. "მატარებელი რეისით "ტალასი-რუჟინსკი" დგას მეორე ლიანდაგზე.მგზავრებს ვთხოვთ გამოცხადნენ ბაქანთან"-გაისმა სადგურზე მზადყოფნის წინადადება.ხალხი,რომელიც გარინდული იდგა,მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გაერკვა სიტუაციაში.ის მდგომარეობა,რომელიც მათ სახეებზე და ქცევებზე ამოიკითხებოდა,სულაც არ იყო მათი ადამიანურობის აღმნიშვნელი.ნაცვლად იმისა,რომ დერეფნიდან ერთმანეთის მიყოლებით გასულიყვნენ,ოთხი ერთად ცდილობდა პირველობას,რა დროსაც ოთხივე შიგნით რჩებოდა და სხვა ახერხებდა გაძრომას.ვერ დაძლიეს სისუსტე,თავიანთ სიმცირეს ვერ მოერივნენ და საძოვარზე უმწყემსოდ დარჩენილ ცხვრებს დაემსგავსნენ.ამბოხებულებს,რომლებსაც თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდათ,მშვიდად მიჰყვებოდა ოლეგ მიხაილოვიჩის ოჯახი.გოგონა მამას ხელში აეყვანა,ისიც მთელი ძალით მკერდზე მიკროდა შეშინებული."მამა დავიღალე,ჰაერი არ მყოფნის" ჩურჩულით წარმოთქვა გოგონამ მამის ყურთან,ოლეგი თავის მხრივ შეეცადა შედარებით მოქნილი ყოფილიყო და თავი დაეღწია ამ ჯოჯოხეთიდან. ზუსტად ათ წუთში მგზავრები მატარებლის ვაგონში აღმოჩნდნენ,ზოგი შარვლის ტოტებს იწმენდდა,ზოგი ქუდს ეძებდა. "25,26,27....31 " ითვლიდა გულში ოლეგი,დანომრილ კუპეს თვალს ადევნებდა და იქ გაჩერდა,სადაც მისი ადგილი იყო.მატარებელში ათასი რჯულის ხალხი იკრეიბება და უჰიგიენო ზნის ხალხსაც რაღა გამოლევს.კარი გააღო თუ არა,დაგროვილი,გაუნიავებელი ჰაერი პირდაპირ სახეში მოხვდა.შეიტანა ჩემოდანი,შემდეგ პარკი,ფანჯარა გამოაღო,ქალი მტვრის გადაწმენდას შეუდგა,პირველ რიგში ის ადგილი გადაწმინდა,სადაც უნდა დაესვენათ,გოგონაც იქვე ჩამოჯდა და მისმა პირველმა შეკითხვამაც გაიჟღერა: - აქ ჩვენს მეტი არავინ იქნება? -ჯერ არავინ ჩანს ჩემო საყვარელო,არა და ყველამ თავისი ადგილი უკვე დაიკავა.გზად,რომელიმე სადგურში თუ არ ამოვიდა ვინმე და არ გვესტუმრა,ჩანს მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. -ძალიანაც კარგი,- მხიარულად და დაკრეჭით უპასუხა მამას. - ვიოლეტა,ხომ არ გეშინია სხვა რომ შემოვიდეს,განა ჩვენ აქ არ ვართ?-ამჯერად ეს ქალი იყო. - არა,მაგრამ მერე ზღაპარს ვერ მომიყვები,თან შეიძლება ბიძას დაემსაგვოს და ხვრინვა იცოდეს. - მაშინ არც არავინ არ მოვა.ხომ ასეა ოლეგ?-მიუბრუნდა ცოლი ქმარს,რომელიც სხვა რამეს ფიქრობდა და არც გაუგია შეკითხვა. -ოლეგ?ოლეგ?ძვირფასო.რაღა გემართება-ქალი ოდნავ შეკრთა,მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. -ხვრინვა არ გამაგონოთ,არავინ მოვა ვიოლეტ,-ეს თქვა,მაგრამ ფიქრით "ვიცი,გარდაუალია-გაიფიქრა. მატარებლის სიგნალის ხმაც გაისმა,რამდენიმე წუთიც და ბორბლები ჭრიალს დაიწყებდნენ.მალე თვალს მიეფარებოდა "რამიანის" სადგური,ნეკერჩხლები,ლამპიონები,რომლებიც შემოღამებულზე თოვლთან ერთად,ნამდვილ პეიზაჟს შლიდა ვაგონის ფანჯრიდან.მატარებელში სიწყანრემ მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა,ეს ის დროა ხალხი გაყინული სხეულის გათბობას რომ ანდომებს.შემდეგ იწყებენ საუბრებს,ხორხორცს,გამოერევა ისეთიც,ვაგონის დერეფანს თავიდან ბოლომდე რომ ჩაუყვება და ცდილობს ცალი თვალით კუპეში შეიჭყიტინოს.გამონაკლისი არც აქ ყოფილა.ჯერ იყო და რომელიღაცამ გარმონის გაწელვა დაიწყო,უნიჭოდ,თითქოს ეხალისებოდა.შემდეგ მისივე კუპეში მჯდომმა ცხვირზე წითელი ბურთულა გაიკეთა და ცდილობდა თავისი ტყუილებით მიეზიდა ხალხი. მატარებლის ბორბლემმა ტრიალი რომ დაიწყეს,გაისმა გამცილებლის ხმა.ეს ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო,მაგრამ ამჯერად საქმე გვქონდა სხვა შემთხვევასთან: " ფრთხილად, ფრთხილად,ფეხი არ მოიტეხოთ"-დაიყვირა გაოგნებულმა გამცილებელმა და წამოხტა .პასუხი არ იყო. ის კი აგრძელებდა: " მსგავსი არაფერი მინახავს,ლამისაა დავიძარით და მგზავრი ახლა შემოვარდა " მგზავრს,არც ამოსვლის შემდეგ გაუცია ხმა,არც კი შეუხედავს,მხოლოდ ბილეთი გადასცა,უინტერესოდ აუარა გვერდი ხალხით გარშემოცულ კუპეს.ბოლოსკენ გარმონის ხმაც მიწყდა.მხოლოდ ტყუილები და წითელცხვირიანი კაცი.მგზავრმა გაიხსენა თავისი ნომერი,ფართო ნაბიჟებით ჩაუარა ოცდამერვეს,ოცდამეცხრეს... ვიოლეტამ ყურები დაცქვიტა.მას ხომ ყველაზე მეტად არ სურდა მეოთხე,უცხო სტუმარი.ბავშვები კი ასეთ დროს მუდამ დაკვირვებულები არიან.ისეთ დეტალებს ჩაეჭიდებიან,ბევრი რომ ზედაპირულად უყურებს.გუგულივით წყნარი იყო ვიოლეტა,ამიტომაც მცირედი გაელვებაც ადვილი შესამჩნევი იყო მისთვის.ნაბიჯების ხმა თანდათან ძლიერდებოდა.კარისკენ მიმართული ბავშვის მზერა,მშობლებმაც შენიშნეს,ამან მაგიურად იმოქმედა მათზე და ამჯერად სამივე კარისკენ იყო მიმართული.ოლეგის თვალები გაუფართოვდა. -შუქი ჩავაქროთ,ვითომ არ ვართ-თქვა გოგონამ,მაგრამ ვერც იმას დაუფიქრდა,ხმამაღლად რომ წამოიძახა.თუმცა მეტი ფიქრი ექვსი წლის ბავშვისთვის ნამეტანია.არა,ვილოეტა ჭკვიანია,ის ნამდვილად არ იტყოდა ამას,მაგრამ იმდენად არ უნდოდა სხვისი სტუმრობა,რომ სიხარულით წარმოთქვა სისულელე. ელოდნენ კაკუნის ხმას,ან სულაც კარის გაღებას,მაგრამ ვიოლეტამ მართლაც დააფრთხო ვიღაც უცხო.ნაბიჯების ხმა მინელდა. -გავაღებ,გავიხედავ ვინ იყო,უცნაურია-თავისთვის ჩაილაპარაკა ოლეგიმ და კარისკენ გადაიხარა. და ამ დროს თვალი პირველად გაუსწორეს ერთამენთს.იდგა ოლეგი კარსაქით,მხრებჩამოვარდნილი,თითქოს სული ამოაცალასეო,მაგრამ ეს მხოლოდ უცხოს დანახვით არ იყო განპირობებული,განა ასე აშფოთებს ადამაინს უცნობის დანახვა? ქალისთვის ეს ყველაფერი უცხო იმდენად არ აღმოჩნდა,რამდენადაც უჩვეულო.არ ვიცი რატომ,მაგრამ ქალებმა მსგავსი საკითხები კაცებზე უკეთ იციან. ვიოლეტა საწოლზე ჩამომჯდარ დედას მიეკრა,სუნთქვა გაუხშირდა,რა დროსაც ძლიერი ხველა დაეწყო.ოლეგი მოტრიალდა,თვალები მაგრად დაეხუჭა,ასე თვალდახუჭულმა უთხრა,მობრძანდით ბატონოო და უსულოდ დაეცა.დედა შვილს დასტრიალებდა,ამოლაგებული ჩემოდნიდან თეთრი,პატარა წამლის ნატეხი ხელის გულზე დაუდო ვიოლეტას,-ისედაც სიცხე გქონდა,ეს ქარბუქიც დამატებული-თავის გაქნევით თქვა და წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა.შემდეგ თავზე დაუწყო ფერება.ვიოლეტას კი სტუმარი უკვე არ აინტერესებდა,არც აღელვებდა,თითქოს დაავიწყდა ყველაფერი. - მე ვროზინი მქვია.დიდი ბოდიში ყველასთან.თუ ნებას დამთავრთ შემოვალ,ბავშვის ხმამ შემაკრთო და მან ამატუზა კარებთან.ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს აქ ვიქნები თუ ვაგონის დერეფანში.როგორც მიბრძანებთ ისე მოვიქცევი. ოლეგი წამოდგა,სკამისკენ ხელი გაიშვირა და სტუმარს მხოლოდ თვალებში უყურებდა.წამოდგა ქალიც,უფრო სწორედ ტანი აწია ზრდილობისთვის,რადგან ვიოლეტა ისევ მას მიკვროდა. ვროზინი შავ,გრძელ ქურთუკში იყო გამოწყობილი.შავი იყო ყველაფერი:ცილინდრი,შარფი,ფეხსაცმელი.შავი იყო თვალებიც.ხელში კეისის მსგავსი ყუთი ეკავა,რომელსაც ხელიდან არ უშვებდა.მაშინაც,ოლეგის მითითებულ სკამზე რომ ჩამოჯდა,ყუთი მუხლებზე ედო და იდაყვრდაყრდნობილი ვიოლეტას შესცქეროდა.შეიცვალა მისი სახე,თვალები.თუ კარის იქით,წარბშეკრული,ნამტირალევი სახის კაცი იდგა,თითქოს საშველი დაადგაო. ამასობაში მიჰქროდა მატარებელი.საკმაოდ შორს იყო "რამაინის"სადგური.ფანჯრიდან არაფერი ჩანდა.ყოველ მომდევნო სადგურზე გაჩერებისას თუ გამოჩნდბეოდა სინათლე.ფიფქები გამეტებით ასკდებდნენ ფანჯრის მინას. - მე კი ოლეგ მიხაილოვიჩი გახლავართ.ეს ჩემი ოჯახია.არაფრის მოგერიდოთ მეგობარო,ან რა არის მოსარიდებელი,განა ჩვენია ეს ვაგონი? ნუ უყურებ იმას,რომ ჩვენ სამნი ვარ.ხელს არ შეგვიშლი.კარგი მოსაუბრე ნამდვილაად საჭიროა.თანაც ხომ ხედავთ,სხვები გამოთვრნენ,გარმონიც აამღერეს და სანამ სინდისს არ შეულახავ,არ გაჩერდებიან. - ღმერთო ჩემო,რა ლამაზია.-წაილაპარაკა ვროზინმა - გარმონი ლამაზია?თქვენ მე დამცინით? -ის არის.ნამდვილად ასეთი იქნებოდა. აქ უკვე დარწმუნდა ოლეგი,რომ არა გარმონზე,არამედ სხვა რამეზე საუბრობდა ვროზინი.თავი იქით მიატრიალა საითკენაც მოსაუბრე იჯდა,მაგრამ ვერც ის გაიგო,ფანჯარას უყურებდა თუ ვიოლეტას,რადგან ორივე ახლოს იყო ერთმანეთთან. -მატარებლიდან თოვა მართლაც რომ ამაღელვებელია. -ჯანდაბას მატარებელიც,თოვლიც და საერთოდ მადროვეთ.ვერ ამჩნევთ ვიოლეტას,თქვენს გოგონას,როგორი ლამაზია? ოლეგიმ თავი ცოტა არ იყოს შეურაცყოფილად იგრძნო,უნდოდა საყვედური ეთქვა,მაგრამ ბუნებით არ იყო ისეთი. -ეს ჩემი გოგონაა,დიახ,მადლობა. ოლეგიმ თვალები ისევ მაგრად დახუჭა.ვროზინი კი თავის ყუთს უფრო ძლიერ დააწვა. - სად მიბრძანდებით?-დუმილი რამდენიმე წუთის მერე ვროზინმა დაარღვია. - ჩვენ ვიოლეტას ბიძასთან ვიყავით,ჩემი ცოლის ძმასთან.დიდი ამბავია. -გზაც დიდი გვაქვს-მოუჭრეს პასუხი ოლეგის. -ხომ არ ეწევით?სიგარეტის ყიდვა დამვიწყებია სადგურზე,გზაში კი მხოლოდ ფუნთუშეულობა ამოიტანეს გასაყიდად. -ვროზინი წამოდგა,ქურთუკიდან სიგარეტი ამოიღო,გარეთ,ფანჯარასთან მოვწიოთო დააყოლა და ორივემ კარიკსენ აქცია ზურგი.ოლეგიმ გასვლისას ქალს დააბარა,იქნებ დაგეძინოთ,ვილაპარაკებთ ცოტას დრეფანშიო.ქალმა პირჯვარი გადაწერა და შვილს შუბლზე აკოცა.ვიოლეტა თვალებს ძლივს ახელდა,ხველა კი შეწყვიტა,მაგრამ ამჯერად ძილი მოერია,ისედაც სუსტად იყო. ამჯერად ოლეგის მზერა მხოლოდ იმ ყუთისკენ იყო მიმართული,ვროზინს ხელში რომ ეკავა.-უცნაურია-გაიფიქრა და სიგარეტი გააბოლა.შემდეგ შორს,წყვიადისკენ დაიწყო ყურება. - ხო,ცოლის ძმასთან?-წინანდელი შეკითხვა გაუმეორა ვროზინმა. -სულ დამავიწყდა.ვისაუბროთ,მაგრამ მომეცით ხელი,რომ ეს საუბარი მხოლოდ ჩვენში დარჩება და კრინტსაც არ დაძრავთ კუპეში,ჩემი ცოლის და შვილის თანდასწრებით. ვროსინმა ხელი მტკიცედ ჩამოართვა,ეს არც უნდა გეთქვათო და ის წუთები გაახსენდა,კართან რომ იდგა და ვიოლეტას ხმა მოესმა. -არც კი ვიცი საიდან დავიწყო.თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ როგო მიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი,მაგრამ რადგანაც ხელი ჩამორთმეულია,რა გაეწყობა.არც ის ყოფილა ოდესმე,მე მითქვამს და ისე არ ყოფილა,როგორაც მითქვამს.მისმინეთ,თუ შეგწევთ ძალა,მისმინეთ...-ხელით შუბლზე ოფლი მოიწმინდა და განაგრძო,-ჩემი გოგონა ერთადერთი შვილია ჩვენი.მე უშვილო ვიყავი.მეუღლე გამუდმებით მთხოვდა რომ მივსულიყავით ბავშვთა თავშესაფარში და ეს კარგი საქმე გაგვეკეთებინა.ალბათ კარგად მოგეხსენებათ,თუ რამდენი რამ უნდა გააცნობიეროს კაცმა ასეთ დროს.დიდხანს ვერ ვაძლევდი ჩემს ცოლს იმის პირობას,რომ ამას ვიზამდი.რაღაც მაშინებდა.არამც და არამც არ იფიქროთ,რომ მამის მოვალეობის შესრულებისგან თავის დაძვრენა მინდოდა,ეს შიში ჩემში იყო მუდამ.თითქოს სულში მყავდა ჩასაფრებული რაღაც,რაც მაკავებდა.რამდენი წელი ვიცხოვრეთ ასე,ტკივილით,ტირილით.ჩემი ცოლი იცით რას აკეთებდა?ბავშვები რომ ბაღში მიდიოდნენ,იმ დროს სახლის ფანჯარასთან ჩამოჯდებოდა და მათ უყურებდა.ვხედავდი რომ იტანჯებოდა,ამ ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი.ერთხელ ისიც მითხრა,შვილი ძალიან მინდა რომ მყავდეს,უნდა გაგშორდე თუ ასე არ იქნება და არ დამთანხმდებიო.შეიძლება ეს არ გაეკეთებინა,რადგან მას ვუყვარვარ იმ სიყვარულით,როგორაც უნდა უყვარდეს ჭეშმარიტად ცოლ-ქმარს ერთმანეთი,მაგრამ არც მიფიქრია ეგოისტურად.ცოლის ტანჯვის ყურებას მერჩივნა საკუთარ თავთან ბრძოლა დამეწყო,იმ შიშთან,რასაც სხვისი შვილის გაზრდა ქვია.მაგრამ სიყვარული ხომ გაზრდასა და მოვლაშია და არა სხვა რამეში.აი ასე გვყავს ვიოლეტა,ჩვენი ლამაზი შვილი.მაგრამ განა ესაა სულ?ეს რასაც ახლა გეტყვით,ამაზე გაქვთ თქვენ პირობა მოცემული,წეღანდელი ხომ ცოლმა ისედაც იცის?!ვიოლეტას ჯანმრთელობასთან პრობლემები შეექმნეა.ოთხი თვის იყო,როცა სახლში წამოვიყვანეთ.თავს დავსტრიალებდით.ჩვენის სახლი სიხარულმა,სიყვარულმა მოიცვა.რა ბედნიერი იყო ჩემი მეუღლე,ამ ყველაფრით კი მე უფრო ბედნიერი ვიყავი.მოგვდიოდა მოლოცვები,იყო სტუმრები.მაგრამ ვაი რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს პირიქით იქნება,ვაი რომ გამართლდება ის შიში,რაც ასე მირევდა სულსა და გონებას.მისმინეთ,მისმინეთ.ვიოლეტამ ერთი წლის ასაკში,უცნაური ფერის სითხის ღებინება დაიწყო.ასეთი ფერი,ალბათ ტროპიკული მცენარის შხამაინი ყვავილის სითხე არ იქნება.იმ დროს დაიწყო ექიმებთან ვიზიტი,რომელსაც ვაი-ვაგლახით ვახერხებდით.მთავარი და მთავრი ამ პატარა,ლამაზი ვიოლეტას გულია,რომელსაც იმდენად იშვიათი დაავადება აქვს,მილიონში რომ სამია სულ.გესმით?იშემიური დაავადების მეტად უცნაური და გართულებული ფორმა,რასაც თან სდევს გულის ოთხივე პარკუჭის ჭკნობა,იწვის,იწვის ჩემი პატარა გოგონას გული ამ დაავადებით.ტერმინი სულ მავიწყდება,ეშაკსაც წაუღია.მილიონში სამი ვახსენე და,რამდენიმე თვის წინ გაზეთში წავიკითხე,თურმე მსგავსი დიაგნოზით,მსგავსი დაავადებით მეზობელ ქალაქში ვიოლეტაზე უმცროსი ბავშვი გარდაცვლილა.ამან მთლად დამაღონა. დიაგნოზი ახალი დასმულია და წარმოდგენაც არ მინდა მქონდეს,იმ ტკივილისა,რაც მას ელოდება.თავი მოვიკლა?მივატოვო?ოჰ,არა,არა. გამოსავალი ისაა,რომ უცხოეთში არის აპარატი,რომლის გულთან,კონკრეტულად პარკუჭებს შორის შეერთებისას პრობლემა სამუდამოდ მოეხსნება.და იცით რა თანხა სჭირდება?იმდენი,რამდენიც ჩემს მოდგმას არც ქონია დღემდე.მე ღარიბი კაცი ვარ და იმის მეტი,რაც კუპეში ნახეთ,არაფერი გამაჩნია.ახლა კი სინდიდი მაწუხებს.რომ არ წამოგვეყვანა,იქნებ არც დაავადებულიყო,სხვა უკეთ მოუვლიდა,ამ პრობლემას გადაუჭრიდა.ჩემს ცოლი კი ფიქრობს,მხოლოდ გაციებულია.მე კი მკვდარი ვარ.რატომ მიკლავს შვილს ღმერთი?კაცმა რომ თქვას ასე უნდაო ღმერთს. რატომ?მე შევცოდე,მე მომკლას,შვილი იარაღი არ უნდა იყოს,სხვისი ცოდვების პასუხსაგებად.ოჰ,ეს რელიგიაც სულ თავ გზას მიბნევს.მორწმუნე კაცი კი ვარ,მაგრამ ბრმად მორწმუნეც არა.ძლიერი რწმენა იცი როდის არის,გვალვის დროს,ოთხი გზის გასაყარზე დასმულ ჯვართან რომ მიდიხარ სალოცავად,რომ მოწვიმოს,გზად კი ქოლგას წაიღებ.საერთოდაც ბევრ ლაპარაკში,შეიძება ბევრი შეცდომაც გამეპაროს,ისეთი პრობლემის წინაშე ვდგავარ.ოჰ,მაპატიეთ.მაპატიეთ. ოლეგი თვალცრემლიანი იდგა და თავი ვროზინის მხარზე ედო.ამჯერად ვროზინი ხუჭავდა თვალებს მაგრად და უფრო ძლიერად ეკავა ყუთი.ალბათ თითებს ვერც გაშლიდა. მეზობელი კუპედან ტაშის ხმა ისმოდა,ვერც კი ამჩნევდნენ რაიმე უჩვეულოს.არავის შუმჩნევია ისინი. ვროზინის მხარი სველი იყო.იმდენად სველი რომ,გაიწურებოდა ამ ტკივილით სავსე კაცის ცრემლები.ოლეგიმ როგორც კი თავი აიღო,მუშტები შემოირტყა თავში,შემდეგ სიგარეტს მოუკიდა,თუმცა ხელი უკანკალებდა და მერამდენე ცდაზე მოახერხა ვინ იცის. -მე გულახდილი ვიყავი ვროზინ,თქვენ გაიგეთ ამბავი,რაც ცოლისთვის არ მომიყოლია.ცოლის ძმასთან კი,მხოლოდ იმ მიზეზით ვიყავით,რომ დაბადების დღე ჰქონდა,წავიდეთო და მეც უარი ვერ ვუთხარი.არ მინდა რამე შემეტყოს.იქნებ ვცოდავ კიდეც,რომ ვუმალავ,მაგრამ მოკვდება.ვიცი რომ მოკვდება,მაგრამ განა ავიტან ამდენ სიკვდილს?მე უნდა მოვკვდე მხოლოდ,რადგან შვილს ვერ ვეხმარები. -თქვენ ბრწინვალე ადამიანი ხართ ოლეგ,მე დღეს გაგიცანით და თქვენი მსგავსი არასდროს მინახავს.ნუ ღელავთ. ოლეგი ჯერ კიდევ ცრემლებს იწმენდდა,შემდეგ მზერა ყუთს რომ მოავლო,თითქოს პირველად დაინახა,დაუფიქრებლად კითხა, - თქვენ რა გაქვთ ყუთში,ხელიდან არც იშორებთ მას? -ეს არც თუ ისე საინტერსო ამავია.მე მოსაყოლი არაფერი მაქვს ოლეგ,ერთი ხელმოცარული ადვოკადი ვარ,ამაში მხოლოდ ქსეროქსები და ის წიგნებია,ადვოკატს რომ სჭირდება.იმდენი შრომა შევალიე,არ მინდა ვინმეს ფული ან ოქრო ეგონოს და მომპაროს.საკმაოდ გულმავიწყიც გავხდი და დამეკარგა რამდენჯერმე.ახლა სწორე სასამართლოში მივდივარ,მართალია დამნაშავეა,მაგრამ უნდა დავიცვა.რა საოცარია ადვოკატობა და მოსამართლეობა. -კარგით,გასაგებია. -მე შემდეგ სადგურზე ჩავდივარ.სანამ დაგემშვიდობებოდეთ,იქნებ კუპეში შევიხედო,შევხედავ ვიოლეტას. -ახლა ძინავს ალბათ,მაგრამ უარს როგორღა გეტყვით. -კოცნაც ხომ შეიძლება,არ გავაღვიძებ,გპირდებით. -შეიძლება.მას ხომ სულ რაღაც... -ჩუმად,-გააწყვეტინა წინადადება ვროზნიმ.ოლეგი კარს მიუახლოვდა და ფრთხილად შეაღო.დედა-შვილს მართლაც ჩასძინებოდათ.ვროზინიმ დიდხანს უყურა ვიოლეტას,ისე აკოცა,პირობა არ დაურღვევია.კაცის სახე უცნაურმა გამომეტყველებამ შეცვალა,ალბათ იმ ჭადარს გავდა,ღიმილიანს. შემდეგ ოლეგის მიუბრუნდა: -აი სადგურიც გამოჩნდა.ჩემი ჩასვლის დროა.გამაგრდი მეგობარო.არასოდეს დამავიწყდება შენი ოჯახი.შენ ისე გამიხსენე,როგორაც გენებოს. ოლეგიმ ჩაცილება დააპირა,რაზეც მტკიცე უარი მიიღო.მხოლოდ შორს,რამდენიმე მეტრის მანძლიდან ხელი დაუქნია.ვროზნი გამცილებლის კაბინას მიუახლოვდა. დიდხანს იყურა ოლეგიმ ფანჯრიდან,იქნებ კიდევ შევხედოო,მაგრამ ვერ დაინახა. იმ ღამით მოსვენება არ ეღირსა,ან რა მოასვენებდა.დადიოდა დერეფანში,უჩუმრად.ერთი საათი იარა ასე.შემდეგ,უკვე ფეხზეც ძლივს რომ იდგა,კუპეში შესვლა დააპირა რა დროსაც გამცილებელი მიუხლოვდა. - ოცდამეთერთმეტე ადგილი თქვენ გეკუთვნით? ოლეგი უცებ ვერ გამოერკვა.დაყოვნების შემდეგ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -ოლეგ,ოლეგ- მიმართა გამცილებელმა სახელით და გაიღიმა - რა დაგავიწყებთ აწი ამ მატარებელს,ამ ვაგონს,ოცდათერთმეტს...ამ კუპეში კაცი რომ იყო თქვენთან,რაღაც დამაბარა,მითხრა,აი იმ კაცს გადაეცითო. -კი მაგრამ ის ხომ ამის წინა სადგურში ჩავიდა? -არა ბატონო,ერთი გაჩერებით ადრე მოვიდა ჩვენთან.გვთხოვა პატარა ადგილი დამითმეთო.შედმეგ რაღაცის წერა დაიწყო.აი წერილიც,ეს ყუთიც თქვენია -ყუთი? -დიახ,ყუთი.გამომართვით. გაოგნებული იდგა ოლეგი.წეღან თუ ფეხები ეკეცებოდა,ახლა ძალა ერჩოდა მუხლებში.წერილს ჯერ გარედან დაკვირდა და მხოლოდ ამის მერე დაიწყო კითხვა: "ჩემო მეგობარო ოლეგ.სულ ორიოდე სიტყვას გეტყვით და ამის ყველაფერი გასაგები იქნება თქვენთვის.ყველაფერს ან შემთხვევას უმადლოდეთ,ან ღმერთს,ან უბრალოდ საჭირო დროს,საჭირო ადგილას ყოფნას,როგორაც გსურდეთ.ის ტკივილი,რასაც ახლა თქვენ გრძნობთ,მე გამოვიარე.მე ვარ ის კაცი,ის მამა,ჩემთან საუბარში რომ ახსენეთ.ჩემი შვილი იყო ის, მილიონში მეორე.ამ ყუთს თქვენ გიტოვებთ,ეს არის ის აპარატი,რაც ჩემი გოგონასთვის ჩამოვიტანეთ,მაგრამ ვერ მივუსწარით.დასაბრუნებლად მიმქონდა ექიმებთან.წესია ასეთი.რადგან ხომ იცით რა ფასი აქვს,იშვიათია.სულ სამი.თანხაზე არ იზრუნოთ.ყველანაირად ანაზღაურებული დაგხვდებათ.ჩემი გოგონა ალბათ ვიოლეტას დაემსგავსებოდა.მე მასში ის დავინახე და გამიცოცხლდა.რამდენიმე საათით.მაშ გაიღიმეთ,დაე ვიოლეტამ იცოცხლოს,დაე ბედნიერი იყოს! გოგონას მოუბოდიშეთ,მე მისი ყვითელი ხელთათმანი მოვიპარე,მაგიდაზე იდო.სამახსოვროდ მქონდეს" მარად თქვენი ვროზინი სუნთქვა შეეკრა.ლამის ჩაიკეცა.შემდეგ,ცრემლი რომ მოიწმინდა,წერილს აკოცა და გულთან მიიტანა,მხოლოდ ამის შემდეგ გადადგა პირველი ნაბიჯი კარისკენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი