სიყვარული მადათოვზე


სიყვარული გადათოვს მადათოვს
თოვლი მოვა თბილი და ვარდისფერი
ვარდისფერი ფერი გრძნობას დათოვს
არ იქნება არაფერი ამის ფერი
სიყვარული გულებშია ვარდისფერი
ამოხტომა უნდა და განათება
გრძნობით არის დაფარული ყველაფერი
ხელი კარ და ერთ წამში განათდება
გაანათებს მთელ სამყაროს ლამაზ ფერში
თითქოს გულში ჩამჯდარია ფერიები
სილამაზე დახატული ამავ ფერში
შენი ხმით ასე რომ მეფერები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი