რჯულს შეწირული დედა
რჯულს შეწირული დედა უძველეს დროში, თამარ მეფის დროს, დანდალოს ხიდი აშენებულა და ამ ქვის ხიდის გაღმა -გამოღმა ბევრი სოფელიც გაშენებულა. აგების დღიდან ეს ხიდი ყველას, უწევდა ნამდვილ, კეთილ სამსახურს, ბევრს აქ ბრძოლებით გადაუვლია, ბევრიც დააკვდა იმის ბებერ გულს. ნეფე -დედოფალს, თუ მის მაყრიონს ამ ხიდზე ბევრჯერ ფეხით უვლიათ, ხიდის ამგები დაულოცნიათ, თან ჭიქა ღვინო დაულევიათ. საუკუნე კი საუკუნეებს, ნელა მისდევდა, დრო მიდიოდა, ხიდის ქვეშ ღელე, თან ბობოქარი, მიდიოდა და კვლავ მიდიოდა. ყველას ულხინდა ტკბილი ცხოვრება, შრომის წყურვილი ემატებოდა, სახლებს-სახლები გვერდში ედგა და ქართველი ერი კვლავ მრავლდებოდა. ცხოვრების ჩარხი ბრუნავს და ბრუნავს და ამ ბრუნვას ჩვენც მივყვებით ნელა, რასაც რომ ბედი გვარგუნებს ქვეყნად, დავემორჩილოთ უნდა სულ ყველა. ბევრ სიტკბოსა და დიდ ნეტარებას, ბოლოს მაინც აქვს თავის საზღვარი, ერთ ავსობას რომ დავსობა მოსდევს, ეს არის ბრძენი კაცის ნათქვამი. ტკბილი ცხოვრების ჩასამწარებლად, მოვიდა თურქთა ურიცხვი ჯარი, ეკლესიების ნგრევა დაიწყეს, ფეხქვეშ გათელეს მათ ქრისტეს ჯვარი. ყველაფერს სპობდნენ, რაც მოჰყვებოდათ, აღარ ინდობდნენ დიდს თუ პატარას, ადამიანებს არცერთი ჰგავდა, ემსგავსებოდნენ პირქუშ სატანას. ისინი სადაც ფეხს დაადგამდნენ, ნაფეხურს ცეცხლი ეკიდებოდა, ვინც ამ სურათის მნახველი იყო, მას გული ბოღმით ეკუმშებოდა. ხალხის გმინვა და წივილ-კივილი, მტარვალებს ოდნავ გულა არ უთბობდა, მათ ჰქონდათ მხოლოდ ერთი მიზანი, რჯულის შეცვლაზე ხალხს მოუხმობდა. თურქებმა რჯულის გამოცვლის მიზნით, სწორედ ამ ხიდთან მორეკეს ხალხი, ხიდის თავთან კი მიწაზე იდო, წმინდა გიორგის და ქრისტეს ხატი. გაავებული თურქთა ჯალათნი, იდგნენ ამ ხიდზე მახვილით ხელში და ის ვინც ხატებს გვერდს აუვლიდა, თავებს აჭრიდნენ და ყრიდნენ ხევში. მდინარე წითლად შეიღება და ხალხი ამ ამბავს შეხვდა გოდებით, მოჭრილ თავებს კი ღელე ქვევითკენ , მიაგორებდა როგორც ლოდები. ვეღარ ბედავდნენ ხიდისკენ წასვლას, ელოდებოდნენ რაღაც სასწაულს, შიშით მუხლები ეკეცებოდათ, უცქერდნენ თურქთა დიდ დღესასწაულს. რადგან სულ ყველას კარგად ახსოვდა, ვარანეულას ხალხის გმირობა, არ უღალატეს მათ თავის რწმენას, ერთად სიკვდილის დადეს პირობა. ისინი, როგორც ეს ხალხი დღეს, აქ, სულ ყველა ერთად მორეკეს ხიდთფან, ვარანეულა-გავერნებული, ალმოდებული იწვოდა დიდ ხანს. ამ ხიდის თავზე გადმოდგა ფაშა და შეაჩერა მშფოთვარე რაში, ყველა ოსმალო პირქვე დაემხო, ასეთი წესი მათ ჰქონდათ მაშინ. ფაშამ სულ ყველას მტკიცედ უბრძანა , ხატებზე ფეხით გავლა, გათელვა და იმათ ხალხის შესაშინებლად , დააწყებინეს ხმლებს ცაში ელვა. ხალხმა, რომ ფეხი წინ არ გადადგა, აღარ ისურვა რჯულის გამოცვლა, თურქებმა მათრახს მოჰკიდეს ხელი და დაუწყეს მათ უწყალოდ ცემა. ვეღარც ცემით და ვერც დაშინებით, მათ ვერ გატეხეს მათი სიმტკიცე, მაშინ სხვა ხერხსაც მიმართეს იმათ, დედებზე ბავშვთა წართმევა იწყეს. თურქებს ბავსვები ხიდზე გაჰყავდათ, აიძულებდნენ დედებს წამოსვლას, მაგრამ ისინი ფეხს არ იცვლიდნენ, არ აპირებდნენ რჯულის გამოცვლას. შემორჩათ მხოლოდ ხუთი ქალწული, ლამაზნი, როგორც ბაღის ვარდები, იმათაც სულთანს გაუგზავნიდნენ, ვინ იქნებოდა მათი თავდები? იმ ქალწულებმაც მიბაძეს იმათ, ვინც რჯულს შესწირა თავის სიცოცხლე, ხიდიდან ყველა ძირს გადაეშვა, მაინც არ ღირდა მათი სიცოცხლე. იქ მყოფთ ყველას რომ დაუფლებოდა, ვარანეულას ხალხის გმირობა, მაშინ მათ მოდგმას, დიდს თუ პატარას, ემუქრებოდა გადაშენება. -------------------------- მაგრამ უეცრად აღმოსავლეთით , ურიცხვმა ხალხმა მიაპყრო თვალი. მათკენ პირდაპირ მოაბიჯებდა, პატარით ხელში ქართველი ქალი. უკან მოსდევდა მას ქმარი ხვეწნით, გემუდარები -დაბრუნდი უკან. ნუ დამიღუპავ ერთადერთ შვილს და , ნუ გამიგზავნი პაპების სულთან. ის არ უსმენდა არავის ხვეწნას, მიაბიჯებდა ხიდისკენ მტკიცედ, ყველა ღელავდა გაკვირვებული, შეშინებული თურქთაგან ისეც. უველას ეგონა შვილის გულისთვის, ხატს არ შეხედავს თვალცრემლიანი ხიდზე გაივლის თურქთა მხარისკენ და იქ გახდება მაჰნადიანი. მიაბიჯებდა ნელი ნაბიჯით, აღარც მტირალი, აღარც მდუმარი, ერტი მიზნისკენ მიისწრაფოდა, შვილს დასცქეროდა მეტად მწუხარი. ხატებთან, როცა მივიდა ახლოს, თურქებს გახედა მშფოთვარე თვალით, გულში ჩაიდო რაღაც სურვილი, ზეცაშ შეხედა მან თითქოს ძალით. ისურვა-ნეტავ მეც კაცი ვიყო, ვიდგე ამ ხიდზე მახვილით ხელში, დაგაყრევინებ თურქებო თავებს და გადაგიშვებ მქუხარე ხევში. როცა ძირს ხატებს დახედა დედამ, შეწუხებულმა ბევრ დარდით ისეც, ბავშვი ძირს დადო ხატებთან ახლოს და გაიმართა მან წელში მტკიცედ. ხელები მაღლა აღაპყრო ზეცას, ღმერთს შეევედრა თვალცრემლიანი, ეხლა სიცოცხლის გადარცენა ხომ, იმათთვის იყო მეტად გვიანი. ღმერთო , გიშველე, შენ გეხვეწები, შეინდე ჩვენი ხალხი ცოდვილი, სიკვდილი მაინც გაგვიადვილე, არ შეგვიძლია ბევრი ლოდინი. ამქვეყნიურს ვთმობ ყველაფერს, რაც მაქვს, შვილზე და ქმარზეც მე ვთქვი უარი, სულზე დათხოვნას ყველა ვერ შეძლება, არა აქვს ყველას ამის უნარი. ამიტომაც გთხოვ შენ, მაცხოვარო, შეუნდე ამ ხალხს რასაც სჩადიან , შიშისგან თმობენ საკუთარ რწმენას და მდინარის ფონს გაღმა გადიან. რადგან იქ ელით რჯულის გამოცვლა და ცხოვრებაში დიდი გამოცდა, გულში შენახვა ქრისტეს რჯულის და აშკარად თურქთა რჯულის დალოცვა. ქრისტე ახსენა მან მოწიწებით და გადისახა უცბათ პირჯვარი, გულს ჩაიხუტა მტირალე ბავშვი, იცოდა მისი ბედის ამბავი. ურჯულოები მისცვინდნენ დედას და გამოგლიჯეს მკერდში პატარა, ხელიდან-ხელში გადაისროლეს, ყველამ დაუწყო დედას მუქარა. ბავშვი ჰაერში აისროლეს და შუაზე გაჰკვეთეს თოთო პატარა. უეცრად შეწყდა ბავშვის ტირილი და დაიწყო მან წყლისკენ დაშვება, ანგელოზები ფრთებს აშველებდნენ, ძირს დაცემისას, რომ ეგრძნო შვება. აქაფებულმა დიდმა მდინარემ, მკერდს ჩაიხუტა ის არა ერთი, სული აფრინდა ზეცისკენ მაღლა, მისი მფარველი იქ იყო ღმერთი. მოულოდნელად ცა მოიღრუბლა მიწას დაატყდა ჭექა-ქუხილი, გაისმა დედის მჭახე კივილი და დედაკაცთა მწარელი ტირილი. ის გაექანა ხიდის თავისკენ არ ეშინოდა თურქთა შაიკის, პირჯვარს იწერდა გაბედულად და რჯულს თავს სწIრავდა ვით შუშანიკი. დედა კივილით გვერდზე გადახტა და გაექანა ხიდის თავისკენ, ისკუპა უცებ და გადაეშვა წელგადაკვეთილ თავის შვილისკენ. ისიც მიიღო უფალმა მასთან ვით ანგელოზი მას შეწირული, იმ დროისათვის ასეთი საქმე იყო ქალისთვის მეტად გმირული. ამ სცენის ნახვამ სულ გააოცა იქ მყოფი ყველა ადამიანი, სიცოცხლემ სძლია სიკვდილს მაინც და თან ყველა გახდა მაჰმადიანი. ----------------------------------- ღმერთი ერთია, უნდა ვილოცოთ, ჩვენი ცხოვრების ბოლო წუთამდის, ყველა ამ ქვეყნად ერთ ღმერთს ფიცულობს, ერთს პატივს სცემს და მას შეჰღაღადის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი