ვედრება
ღმერთო!ქვეყნის ერთობისთვის,ხმალი მარდად მაქნევინე, მოღალატე და ორგული,დილეგში დამამწყვდევინე ვინც ამ ქვეყანას უშველის,მასზე ლოცვა მათქმევინე, მადლი შენი მაღლა ციდან,ფანტელივით გვაცვენინე. გვანცაზე და პერანგაზე,ციხე კოშკი მაგებინე, ჩემი ყრმობის მეგობრებთან,სადღეგრძელო მათქმევინე, ძეთა დაბადების დღეზე.დამბაჩები მაცლევინე, ასი წელი მაცოცხლე და სიკვდილს მერე მალოდინე. ხინოელი გმირი ნატოს.კაიქალობა მალცვინე მისი ფეხის ნაკვალევი,მანახე და მაკოცნინე, ქედივაკეს ხინოწმინდის,ჯვარი კიდევ მაკურთხვინე, დაჩოქილი შემახედე,პირჯვარი დამაწერინე. ზამლიქეთის ეკლესიის ძველი ფუძე მალოცვინე, დაკარგული მისი ჯვარი,სადაც არის მაპოვნინე, სამლოცველოს ზარის რეკვა,ხეობაში მასმენინე და ამ საქმის წამომწყები,ყველას ერთად ალოცვინე. ჩემი დედეს გატეხილი,ნაფუძარი მახნევინე, ბელტი ბელტზე მათაკვრინე,პურის ყანა მათესვინე, წყაროს პირზე მოთიბული.თივა ლეშხი მაფოცხვინე და ჩემ ცხოვრების თეთრი მატყლი.თხილის წკეპლით მაქელვინე. ნაქოხვარას წიფლის რუში,ხეფუტკარა მაპოვნინე, ლომფირივით ფალაყები,ხის გვარდაში მატკეპნინე, ვინც კი მომთხოვს არ ვიძუნწო, ყველასათვის მაჭმევინე, ჭვანის ღელის კალმახები, ნიგვზის ჟვერში მაწვევინე. ახალნაზარდ თხილის ღერით.გოდრის ტკეჩი მახდევინე, გიდელი და კალათები, რთველისათვის მაქსოვინე, ხოფატური მაწურვინე, ძველ ქვევრებში მასხმევინე ღვინის წვენი,თან მირონი,ყველასათვის მასმევინე. სასვენიდან დაძახილი,ჩემი ექო მასმენინე, დილის კორდი დანამული,შიშველ ფეხით მათელვინე, ჩემს ზეგანში მანავარდე,თან ყავარი მახდევინე, ძროხა,თხა, თუ ცხვარის ფარა, იალაღებზე მაძვებინე. გვანცას გვერდით ფერდობებზე,ქასრას ზვინი მასხმევინე და ზამთარში ნაშვავარზე,თივის თუში მათრევინე, გაღმა კლდეზე გადმომდგარი, ჯიხვი გადმომაგდებინე, ნიჩბით ხელში ქოხზე ვიდგე, თოვლი გადმომაყრევინე. გახურებულ თიხის კეცზე,ბარდის ჟვერი მაფენინე, ნაღბიანი მჭადის ცომი,ამ კეცზე დამაკვრევინე და ჩემს ტურაბეღელაში, ტარო ბლომად მაყრევინე, რომ გახმება ჩემს წისქვილზე,მადიანად მაფქვევინე. ვაზის ძირზე მომაფერე,ლეკის ხეზე მაშვებინე, იმერული თიხის ჭური, სარდაფში ჩამაფლევინე, ვინც კი მოვა სტუმრად ჩემთან, იმათზე დამალევინე. კიკიბოზე ჩემს ძველ ქოხში, ხავიწი მაკეთებინე ნაწნავივით ლავაშები, გვარდაშუ ჩამაწყობინე და ბავშვობის ოჭივარამ მინდორში მაკეთებინე გულით გადამაპაზინე და მის ირგვლივ მაფიფინე. ღვიდაროში ბატკნის ხორცი, მის ტყავსივე მაწვევინე და ადესას შავი ღვინო,დოქებში ჩამასხმევინე, შებრაწული ხორცის მწვადი,მაგიდაზე მაწყობინე ვინც რომ გვერდში მეყოლება, იმათზე შემაჭმევინე. ძველახოშ ნიგოზის ხე ხალახინით მარეკვინე, ჩამურში ჩაყრილი პური, ქორწილისთვის მაცეხვინე, და სიძისთვის, ქორწილის წინ, კორკოტი შემაჭმევინე ლხინით გული გამიხარე და ამ ლხინში მაფოფინე. საყინულას ცივი წყარო,ყოველ დილით მალევინე ჩემი დაწყებული საქმე ,კარგად დამამთავრებინე წინ თუ დაბრკოლება შემხვდა ჩემი მუშტით მაზგუფვინე, ერთი ნასკრი ქუმას კონა ყამაით გადამაჭრევინე შვილიშვილების აკვანთან ჯორკო ახლოს მადგმევინე, იავნანა მამღერე და თანაც ნელა მარწობინე ყოველ დილით იმათ შუბლზე მოფერებით მაკოცნინე მათ გაზრდაში გეხვეწები შემი სიტყვა მათქმევინე ქორწილებში დიდი ყანწით,სადღეგრძელო მალევინე ცხრა მარტისთვის დიდ ფოქვიდან დათვი წამომაგდებინემ ნაკვალევზე პურის ყანა,ერთხელ კიდე მალეწვინე დამნაშავეს ჩემს წინაშე ცივი ოფლი ადენინე, სიბერისას წელში მოხრილს მადლობები მათქმევინე, კრიალოსანი მომეც და მარცვალ მარცვალ მათლევინე ბოდიშ გიხდი გამჩენელო რაც ჩემს ენას ვათქმევინე თუ კი რამე დავაშავე საიქიოს მაზღვევინე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი