რატომ ვხვდებით უხილავი
სიცოცხლე ისე საამურია რომ, სულ ახალგაზრდად მიგვაჩნია თავი, წლები გვაკლდება და ვერ ვამჩნევთ, როგორ ღრმად შეცურავს ზღვაში წლების ნავი. ხან რბილ სკამზე ვზივართ და ხან არა, ახალგაზრდები ვართ და ამით გაგვაქვს თავი, მაგრამ, როცა გულში ძლიერ დაზამთრდება, ვეთარ ვამჩნევთ, როგორ ვხვდებით უხილავი. სიბერე მეტად მძიმე ტვირთია და აღარც მუხლი გერჩის, აღარც თვალი, ვინმეს არ უნდიხარ და არ გაფასებენ, მიტომ ჩნდება გულზე მწარე კვალი. გაცვეთილ პიჯაკის ქვეშ ჰალსტუხი გიკეთია, ცრემლით აგვსებია ნაღვლიანი თვალი, რაოდენ კარგი გქონდეს ნაკეტები, სიბერისას მაინც ხდები უხილავი. გინდ პრინცი იყავ და გინდ გენერალი, ჯარის სარდალი, თუ გემის კაპიტანი, როცა დაბერდები უნდა გახსოვდეს რომ, აღარ შეფასდება შენი ნაოფლარი. გული გეტკინება, დარდებს მიეცემი, სახეს დაემჩნევა ნაოჭების კვალი, ვინმე ერთხელ რომ არ გაგიხსენებს, მიხვდები, რომ გახდი უკვე უხილავი. ყველა იმედები ბოლოს გაცრუვდება, ალბათ შეგძულდება საკუთარი თავი, რა გინდ სიძლიერით შესძრა ეს ქვეყანა, აღარ მობრუნდება უკან წლების ნავი. ზოგი იძირება, ზოგიც კვლავ წინ მიდის, ზღვას არ დააჩნდება ნავის კვალი, ვბერდები და ვამჩნევ, ისეთი დრო დადა, მალე მეც გავხდები ალბათ უხილავი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი