რჩევა ახალგაზრდებს!
წყალს რომ გადუგდებ წისქვილი, უმალვე გაჩერდებაო, ვინც გაზაფხულზე იძინებს, შემოდგომაზე კვდებაო, თუ გინდათ კუჭი გაგიძღეთ და სარჩო გქონდეთ თანაო, გინდ მინისტრები იყავით, უნდა დათესოთ ყანაო. თქვენს მამულს სხვას ნუ დაუთმობთ, ტყვიას უქმსდ ნუ გაისვრით, ნურც სხვისას ეპოტინებით, სიმართლე ხატად დაისვით, მეზობელს უმეზობლეთ და-გლახა სიტყვას ნუ გაისვრით, კეთილი საქმე აკეთეთ, ტალახში ხელს ნუ გაისვრით. სხვის ნაკლს ნურასდროს მოძებნით, თქვენს ნაკლის ცნობა იცოდეთ, მტერს ზურგს უკან ნუ დატოვებთ, მასთან ყოველთვის ფხიზლობდეთ . არ მოეფეროთ, არ ენდოთ, შორს დადექით და ფხიზლობდეთ, თუ კი გიცინის,- გახსოვდეთ, მახეს დაგიგებთ იცოდეთ. .სარჩოს მოძებნა თუ გინდათ, ეძებეთ თქვენი შრომითა, ღამით ნუ იხეტიალებთ, იპოვეთ მხოლოდ დღისითა, თქვენს მამულს მოუარეთ და მიწა დახანით ჯილღითა, ვინმე თუ გჯობნით შრომაში, მას ნუ შეხედავთ ზიზღითა. ერიდეთ, საქმეს, რომელიც, თქვენც გავნებთ ყოველ ნაბიჯზე, მტერი თუ მოვა ეზოში, მიიპატიჟეთ სადილზე, ვინმე წყალ თუ იხრჩობა, გამოიყვანეთ ნაპირზე, კაცს ნუ დაჩაგრავთ უზომოდ და ნუ მიაბამთ საძირზე. თუ კი ცხოვრებას თავიდან, არ შექმნით და არ ივარგებთ, ვიცი, ასაკში რომ შეხვალთ, დაფიქრდებით და ინანებთ, საქმეს ამოწმებთ,-კარგია, შესრულება კი ძნელია, უქნარა კაცის ცხოვრება, ფუჭი, არაფრის მთქმელია. გახსოვდეთ: ხალხში რომ ზიხართ, იქ ყველაფერი არ ითქმის, ბევრ ლაპარაკსაც იცოდეთ, მრავალი კითხვა დაესმის, ჭკვიანი კაცი მძინარე, ნადირს არასდროს არ ესვრის, გაქცეულ ნადირს რომ მოკლავ, შექების სიტყვა მოგესმის. ბრძოლაში ის კაცი ვარგა, ვისაც მახვილი უვარგა, კაცად ის კაცი ვარგულობს, ვისაც ნამუსი უვარგა, უჭკუო ოჯახის თავმა, ყველა სიმდიდრე დაკარგა, ჭკვიანმა ჭკუით აჯობა,მამული კარგად მოქარგა. მეგობარს ღვინოში ნახავთ, მას ღვინოშივე დაკარგავთ, შრომაში ნახულ მეგობრით, თქვენს მომავალსაც მოქარგავთ, კაცად არასდროს ივარგებთ, თუ ვერაგობით გზას კაფავთ, თუ ენას არ დაიშაქრავთ, რაც ნახეთ მასაც დაკარგავთ. თუ შვილი უხეიროა, კერიას გააცივებსო და მის კიბეზე სამყურა, ბალახი იბიბინებსო, ცუდ საქციელით თავის ჯიშს, მაგრადაც მიაგინებსო, არც საფლავებსაც მოუვლის, ეკლებით დაფარულებსო. როცა ცხოვრების კიბეზე მიდის და მაღლა მიიწევს, ქვევით არავის უყურებს, ყაიდას არავის არ უწევს, მიკვირს სანამდე ექნება, ხელში დიდების ალამი, ,,მდიდარს გადუტყდა კალამი, მერე იკადრა სალამი." ხარბ კაცთან ურთიერთობა , იცოდეთ ძალზე ძნელია, მისი ბლომად აქვს, სხვისი კი, თითქოს და ბევრზე-ბევრია, თუ კი გინახა -შეგიჭამს, მისთვის ეს არაფერია, ,,მიბარებული პური ხომ,ძაღლსაც არ შეუჭამია. კაცს სიკეთეს რომ უკეთებთ, შედეგს არასდროს ელოდოთ, იმდენი ეცით პატივე, ბოლოს მწარედ არ ინანოთ, რასაც დათესავთ, მოიმკით, თქვენი მიზნები ახდება სიკეთის ქვას სადაც დადებთ, რომ გამოივლით დაგხვდებათ. ყველაზე დიდი სიმდიდრე, სინდისი-ნამუსიაო, რაც უნდა ხეხო ყორანი, არასდროს გათეთრდებაო, კაცს ქალის კალთა არ შვენის და დიაცივით კვნესაო, ,,ნაპატიები მელია, იცოდეთ მწარედ კბენსაო. ცოლი გიყვარდეთ, ეფერეთ, თვალიდან არ მოიცილოთ, ზურგს უკან არ დაიტოვოთ და საიდუმლო არ ენდოთ, ის თვალს რომ მიეფარება, არ იცით იქ რას აპირებს, გახსოვდეთ - ქალი სისუსტეს, არავის არ აპატიებს. თუ ქალი გვერდში უზის კაცს, თვალი კი სხვისკენ გაურბის, ქმარს ერთგულებას აჩვენებს, თვალი კი სხვისკენ გაურბის, მაგიდას ემსახურება, მკერდს უცხოს მხარზე დაადებს, იმ კ აცს რა ვუთხრა თუ ამ ქალს დროზე გარეთ არ გააგდებს. უსამართლობას ერიდეთ, არ მოგათბუნებთ, არ გარგებთ, იცოდეთ ჯოჯოხეთის კარს, თვით ცოდვის კლიტე გააღებს, ღარიბი თუ კი გამდიდრდა, მდიდარი მასთან ვერ გაძლებს, ,,უსამართლობას თუ ხედავს-მუნჯიც კი ილაპარაკებს, შექება მისგან კარგია, ვინც თვითონ საქებარია, თუ საქმეს კარგად აკეთებთ,,, იტყვიან ღირსეულია, ნუ ვიამაყებთ იმით ჩვენ, რაც თვითონ არ გაგვაჩნია თუ ქების ღირსი იქნები, შემქებიც, ქების ღირსია. სიცივეს სიცხე ჯობია, თუ ჩრდილი ახლოს მჯობია, ,, ნაქურდალ საჭმელის ჭამსა, სულ უჭმელოდა ჯობია," თუ კაცი სახლიდან გარბის, სხვისთვის რა მოსაწონია," ,,გზაში ნახული მგზავრი ხომ, გზაშივე დაკარგულია." თუ გინდათ თქვენ სიბერეში რომ იყოთ ბედნიერია, თავდაპირველად შექმენით , ამისთვის საფუძველია, ისეთი საძმო იპოვეთ, ვინც თქვენი თანასწორია, ვინც ხალხში სალამს არ გაძლევთ, პირუტყვის შესადარია. ავი ცოლისა ყოლასა, სულ უცოლობა სჯობსაო, ჭკუით იყავით მეზობლის, ნუ შეიყვარებთ ცოლსაო, სალამი იმას მიეცით, ვინც სალამს იღებს თქვენსაო, ,,მანამ ნუ იქნევთ მრუდე ჯოხს, ვიდრე ნახავდეთ სწორსაო". სხვისი სტუმრობა თუ კი გწყინთ, ნუ ესტუმრებით სხვასაო, უნაამუსოს და გარეწარს, ნუ გაუყადრებთ თავსაო, სითყვა მაშინ თქვით თქვენ ხალხში, როცა მოგიწევთ რიგია, აქ ყველა ჩამონათვალი, გამოგზრდით ჩემო ბიძია. გიყვარდეთ ჩვენი ქვეყანა, მისი მთები და ყანაო, სამშობლოს შვილნი უზარდეთ,ვაჟკაცი-მკლავმაგარაო, იმდენი გააშენეთ რომ, ვით მინდვრად ცხვარის ფარაო, ვისაც არ მოეწონება, ღმერთმა არ გაახარაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი