დედა
როგორ მენატრება შენი ნახვა დედი, უშენობას ვგრძნობ და ვეღარ ვითმენ, სევდა მიპყრობს, ლოყა ცრემლით მენემება, შენს ტკბილ სიტყვებს დღეს რომ ვეღარ ვისმენ. თურმე რა ყოფილა მშობელ დედის გული, რამდენ სითბოს, დარდს და სევდას იტევს, მე მეგონა ასი წელი რომ გეცოცხლა დედი, ჩემთა ერთად იქნებოდი ისევ. ვერ შევძელი შენზე კარგად მოფერება, არ მეცალა, ალბათ მასინ შენთვის, დრო წინ მიჰქრის, ეხლა უკვე ვხვდები, რა საუნჯე შენ ყოფილხარ ჩემთვის. წლები გარბის, მეპარება სადღაც, ისე მიჰქრის თითქოს მე ვერ ვამჩნევ, ეხლა მივხვდი, ჩემო ტკბილო დედი, შენს ასაკს, რომ სულ მალე მივაღწევ. ეს ქვეყანა ,არავის არ შერჩენია და უფალი მე შემარჩენს განა? ისე მინდა გავეცალო წუთისოფელს, სიყვარულით მიხსენებდეს ჭვანა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი