კიდევ გავატან ჩემს დარდებს ფიფქებს.
როცა თოვლს დარდებს ვაყოლებ ფიფქებს და ლექსის წერას უმალვე ვიწყებ, რაც უნდა ვწერო, გულიდან მოდის, მუზა კარნახობს ჩემს კალამს რითმებს. ფიფქებს, ბევრ ფიფქებს ვაყოლებ ფიქრებს, ერთ ლექსს ვამთავრებ, მეორეს ვიწყებ, თოვლი ბარდნის და სულაც არ ფიქრობს, ლექსის ავტორი თუ რაზე ფიქრობს. ქარი ზუზუნებს, შავი ზამთარი, თითქოს ყინულზე ცივ ხელებს ითბობს, თუ ვინმეს ცივა ამ ქვეყანაზე, არ ედარდება, სულაც არ ფიქრობს. მუზამ დამტოვა, სადღაც წავიდა, კვლავ შევეჩეხე პირისპირ ფიქრებს, დაველოდები, რომ დაბრუნდება, კიდევ გავატან ჩემს დარდებს ფიფქებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი