ჩემო ჭვანავ


მე მიყვარს შენი სუნთქვა, შენი ფიქრი და დარდი,
მაგ ლამაზ მკერდზე ზრდილი, ია, ენძელა, ვარდი,
შენი დიდება მიყვარს და თან ვამაყობ ამით,
უკვდავი იყო მინდა და ვერ გივიწყებ წამით.

შენი მინდვრები მიყვარს, ფერდობიც, კორდიც, ნამიც,
ტყეებიც მიყვარს შენი, ფოთლებზე რწყული ნამიც,
სათიბი, ყანა, მდელო, ჩანცქერიც, გვანცას წყალიც,
ფუტკრის ზუზუნიც მიყვარს, როგოში სავსე თაფლიც.

შენი ავდარიც მიყვარს, ჭექაც, ქუხილიც, ქარიც,
ყანა ნატეხი ჯილღით, ბელტზე ნათაკრი ბელტიც,
ხეხილი მიყვარს შენი, მსხალიც, ვაშლიც და ლეღვიც,
სიტკბოც მიყვარს მე შენი, სიკეთეც, დარდიც, გესლიც.

შენი წარსულიც მიყვარს, აწმყოს, იმედი ხვალის,
შენი ბაღნარი მიყვარს, შიგ მოფუსფუსე ხალხიც,
ნაძვები მიყვარს შენი, ტოტებ აწვდილი ცამდი,
გულმზიარულს რომ გხედავ, უმალ მიქრება დარდი

ღელე -ღურდანიც მიყვარს, შენს მკერდზე მოფენილი,
მცხუნვარე მზესი მიყვარს, შენი ფრთების ქვეშ ჩრდილი,
სიამე მიპყრობს როცა სიო მიბერავს გრილი,
სიყვარულს, სითბოს მაძლევს, შენი გულმკერდი თბილი.

შენი ცაც მიყვარს, მთვარეც, ვარსკვლავჭედილი ზეცა,
მე მიყვარს შენი ოხვრა, სიცილიც, დარდიც, კვნესაც,
ძლიერ მინდა რომ უფლის, თავს არ დაგატყდეს რისხვა,
კარგად ესმოდეს ყველას, მაგ კეთილ გულის ფეთქვა.

მე შენი მიწა მიყვარს,რწყული წინაპართ სისხლით,
მომაკვდავი რომ წერდა, მის სახელს ქვაზე სისხლით,
ვაჟკაცნი მიყვარს შენი, სისხლს რომ იღებდა სისხლით,
მიწას ღებავდა მტერის, მოჭრილ თავების სისხლით.

სიცოცხლე მინდა შენი, არ დაგეხუწოს თვალი,
კეთილ გულს მუდამ ედოს, მრავალ სიკეთის კვალი,
გახარებულს რომ გხედავ,არ მეცრემლება თცვალი,
კვლავ შერჩენოდეს შენს მკერდს, სიკეთის დიდი კვალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი